ბელარუსი
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: ჩვენ, ბელორუსები | |||||
| დედაქალაქი | მინსკი |
||||
| უდიდესი ქალაქი | მინსკი | ||||
| ოფიც. ენები | ბელორუსული, რუსული | ||||
| მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | ალექსანდრე ლუკაშენკო | ||||
| -პრ.-მინისტრი | სერგეი სიდორსკი | ||||
| ფართობი - საერთო |
207,600 კმ² (85-ე) |
||||
| მოსახლეობა - 2008 სავ. - 1999 ცენზი - სიმჭიდროვე |
9,689,800 (86-ე) 10,045,200 49 ად/კმ² (142-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2008მიახლ. $115,027 მილიარდი (58-ე) $11,991 (65-ე) |
||||
| აგი (2005) | |||||
| ვალუტა | რუბლი (BYR) |
||||
| დროის სარტყელი | EET (UTC +2სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | EET (UTC +3სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | BLR | ||||
| ccTLD | .by | ||||
| სატელეფონო კოდი | +375 |
||||
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ბელარუსის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Беларусь, Республика Беларусь. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბელორუსია (Белоруссия) ერქვა, შემდეგ კი ბელარუსი უწოდეს.
- ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი „თეთრ რუსეთს“ ნიშნავს. ბელორუსები ახალ ტერმინს Ruthenia ძირიდან წარმოებულად მიიჩნევენ. თუმცა ორივე ტერმინი Ruthenia და Russia მიღებულია ვიკინგური ძირისაგან Rus.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი — აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ლიტვა და ლატვია — ჩრდილო-დასავლეთით, პოლონეთი — დასავლეთით, უკრაინა — სამხრეთით. ფართობი შეადგენს 207.600 კვ. კმ-ს, საიდანაც 25 % ტყეებზე მოდის. მთავარი მდინარეებია: ნემანი, პრიპიატი, დნეპრი. ბუნებრივი რესურსები — ტყეები, ტორფი, ნავთობის და ბუნებრივი აირის მცირე მარაგები, გრანიტი, დოლომიტური კირქვა, ცარცი, სილა, ხრეში, თიხა.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა — რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (1994).
- საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ეროვნული კრება. ზედა პალატა — რესპუბლიკის საბჭო 64 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ქვედა პალატა — წარმომადგენელტა პალატა — 110 წევრისგან.
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 6 ოლქად (voblast — ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკის და მოგილიოვის) და 1 მუნიციპალიტეტი (horad — ქალაქი მინსკი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა — 10.322 ათასი (2003), მათ შორის ბელორუსი 81 %, რუსი 11 %, პოლონელი, უკრაინელი და სხვა 7 %.
- სახელმწიფო ენები — ბელორუსული და რუსული.
- რელიგია — ქრისტიანობა, 70 % — მართლმადიდებლები, 20 % — კათოლიკები.
- დედაქალაქი — მინსკი (1.769 ათასი), დიდი ქალაქები — გომელი (502 ათასი), ვიტებსკი (350), მოგილიოვი (359), გროდნო (270), ბრესტი (258).
[რედაქტირება] ეკონომიკა
1995 წლიდან პრეზიდენტ ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით ქვეყანა დაადგა „საბაზრო სოციალიზმის“ მშენებლობის გზას, რაც საშუალებას იძლევა ფასების პოლიტიკასა და კერძო სექტორზე სახელმწიფო კონტროლისა. ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა — მანქანათმშენებლობის ნაწარმი, სასუქები, ტორფი, ელექტროსაქონელი. ეროვნული ვალუტაა ბელარუსის რუბლი (BYR).
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
1918-19 წლებში მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთისაგან, 1941-44 წლებში ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1945 წელს გახდა გაეროს წევრი. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სსრ კავშირისაგან. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა — შეიქმნა მინსკში. 1999 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-ბელარუსის კავშირის შექმნის შესახებ.
[რედაქტირება] კულტურა
- კულტურული მემკვიდრეობა: ბელოვეჟის ტევრი, მირის ციხე-კოშკი (XVI ს.), ტაძარი პოლოცკში (XI ს.), რაძივილების ციხე-კოშკი ნესვიჟში (XVII ს.), იეზუიტების ტაძარი გროდნოში (XVII ს).
|
|
|---|
| აზერბაიჯანი · ბელარუსი · თურქმენეთი · მოლდოვა · რუსეთი · სომხეთი · ტაჯიკეთი · უზბეკეთი · უკრაინა · ყაზახეთი · ყირგიზეთი |
|
|
|---|
|
ავსტრია · აზერბაიჯანი1 · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია3 · დიდი ბრიტანეთი3 ესპანეთი3 · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდი3 · ნორვეგია3 · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი3 · საქართველო1 · სერბეთი · მონტენეგრო · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვეიცარია · შვედეთი · ჩეხეთი · ხორვატია · 1 ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაშია. |

