ტუვალუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუვალუ
Tuvalu
ტუვალუ
ტუვალუს
დევიზი: Tuvalu mo te Atua
ჰიმნი: Tuvalu mo te Atua
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ფუნაფუტი
ოფიციალური ენა ტუვალუ, ინგლისური ენა
მთავრობა კონსტიტუციური მონარქია
ფართობი
 -  სულ 26 კმ2 (192-ე)
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 10 544 (222-ე)
 -  სიმჭიდროვე 475,88 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $14.97 მილიონი (228-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,600 
ვალუტა ტუვალუს დოლარი
ავსტრალიური დოლარი (TUD)
დროის სარტყელი (UTC +12სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +12სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი TUV
Internet TLD .tv
სატელეფონო კოდი 688

ტუვალუ, წარსულში ცნობილი როგორც ელისის კუნძულები[1] — სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის. უახლოესი ქვეყნებია კირიბატი, ნაურუ, ფიჯისა და სამოა. ტუვალუ განთავსებულია 5 ატოლსა და 4 კუნძულზე. ქვეყნის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ მსოფლიოს მეოთხე ყველაზე პატარა ქვეყანაა, უსწრებს მხოლოდ ვატიკანს (0,44 კმ²), მონაკოს (1,95²) და ნაურუს (21 კმ²). მისი მოსახლეობა 2011 ივლისის მონაცემებით დაახლოებით 10 544 ადამიანს შეადგენს[2] და წარმოადგენს მსოფლიოს მესამე ყველაზე მცირედ დასახლებულ სახელმწიფოს, უსწრებს მხოლოდ ვატიკანსა და ნაურუს.

ტუვალუს რუკა

ტუვალუ პირველად პოლინეზიელი ხალხებით იყო დასახლებული. იგი 1568 წელს ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო დე მენდანიამ აღმოაჩინა, როდესაც ის სამხრეთ მიწას (Terra Australis) ეძებდა. XIX საუკუნის გვიანდელ წლებში კუნძულები ბრიტანეთის გავლენის ქვეშ იყო. სახელი ელისი აქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ინგლისელმა ჰიდროგრაფმა ალექსანდრ ჯორჯ ფინდლეიმ (1812–1876) უწოდა ცხრა კუნძულს. 1892-1916 წლებში ელისის კუნძულები წარმოადგენდა ბრიტანეთის პროტექტორატს ადგილობრივი რწმუნებულის მმართველობით; ამ პერიოდში იგი შედიოდა ბრიტანეთის დასავლეთ ოკეანეთის ტერიტორიებში, 1916-1974 წლებში კი წარმოადგენდა გილბერტისა და ელისის კუნძულების კოლონიის ნაწილს. 1974 წელს ელისის კუნძულებმა ხმა მისცა ბრიტანეთზე დამოკიდებულებისგან გასვლას ტუვალუს სტატუსით და გამოეყო გილბერტის კუნძულებს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კირიბატი გახდა. 1978 წლის 1 ოქტომბერს, ტუვალუ სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში. 2000 წლის 5 სექტემბერს კი იგი გაეროს წევრი, რიგით 189 ქვეყანა გახდა.

ტუვალუ და საქართველო[რედაქტირება]

საქართველოსა და ტუვალუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის 7 თებერვალს დამყარდა. იმავე წლის სექტემბერში ტუვალუმ ოკუპირებული აფხაზეთის (18 სექტემბერი) და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (19 სექტემბერი) დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის თებერვლის №113 ბრძანებულებით საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.[3][4]

2014 წლის 31 მარტს, ტუვალუმ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უკან წაიღო[5].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]