მალტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Repubblika ta' Malta
Republic Of Malta

მალტის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: L’Innu Malti
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ვალეტა
35°53′N 14°30′E
უდიდესი ქალაქი ბირკირკარა
ოფიც. ენები მალტური, ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ედვარდ ფენიკ ადამი
  -პრ.-მინისტრი ლაურენს გონზი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
316 კმ²(185-ე)
 
  0.001%
მოსახლეობა
 - 2010 სავ.
 - 2007 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
412,966 (174-ე)
410,567
1,306.8 ად/კმ² (მე-7)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$9.342 მილიარდი (143-ე)

$23,200 (მე-40)
აგი (2007) Increase2.svg 0.878 (მაღალი) (34-ე)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი MLT
ccTLD .mt1
სატელეფონო კოდი +356
1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

მალტა - სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1,826 კმ-ია.[1]

სახელწოდება. ოფიციალური - მალტის რესპუბლიკა. ეროვნული – Malta; Repubblika ta'Malta (მალტურად); Republic of Malta (ინგლისურად). არსებობს სახელწოდების ახსნის რამდენიმე ვარიანტი: (a) ფინიკიური: Malat - "ნავსადგური" aŭ "თავშესაფარი"; (b) ბერძნული: Meli - "თაფლი", Melta - "ფუტკარი"; (c) არაბული: Malta - "შიშველი".


მალტა

გეოგრაფია. ქვეყანა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის, განლაგებულია მალტის არქიპელაგზე. მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. ფართობი - 316 კვ.კმ.


სახელმწიფო. სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი . საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (65 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 6 ოლქი.


დემოგრაფია. მოსახლეობა - 410 567 (2007), მათ შორის 96,6% მალტელები. სახელმწიფო ენა - მალტური და ინგლისური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვალეტა (7, აგლომ. 114 ათასი). ქალაქები - კორმი (18), შლიემა (12), ბირკირკარა (22).


ეკონომიკა. ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია. რესურსები - კირქვა, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ვალუტა - მალტური ლირა (MTL).


ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მალტამ განიცადა ფინიკიელთა, ბერძენთა, რომაელთა, არაბთა შემოსევები. 1814 წელს გახდა ბრიტანეთის კოლონია. 1964 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.


კუნძული მალტა, რომლის სახელიც დაერქვა მთლიანად სახელმწიფოს, წარმოადგენს 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს. მალტა ფინიკიელების ენაზე ნიშნავს ”თავშესაფარს” რაც გამომდინარეობს კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან. აქ არის უამრავი მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური. ექვსი კუნძულიდან სამი - მალტა, გოზო და კომინო დასახელებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას , რომლის 80% ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.

როგორც სახელმწიფო მალტამ ჩამოყალიბება დაიწყო ჯერ კიდევ 6000 წლის წინ. დღეს მალტა წარმოადგენს ნამდვილ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ისტორიული ძეგლების და მუზეუმების რაოდენობით ის მხოლოდ რომს თუ ჩამოუვარდება. მალტაზე არის ქვის ნაგებობები, ტაძრები-მეგალითები, რომლებიც 1000 წლით ადრე აიგო ვიდრე ეგვიპტის ცნობილი პირამიდები.მეცნიერთა აზრით ტაძრები-მეგალითები წარმოადგენენ ლეგენდარული ატლანტიდის გადმონაშთებს.

მალტაზე თავის ნაკვალევი დატოვეს კართაგენლებმა და ფინიკიელებმა, არაბებმა და ნორმანებმა, წმ. იოანეს ორდენის რაინდებმა და ნაპოლეონმა. მსოფლიო ცივილიზაციები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მალტა კი რჩებოდა. ბრიტანელებმა მალტის ბოლო კოლონიზატორებმა კი დატოვეს მეორე სახელმწიფო ენა.


მალტა-იდეალური ადგილია დასასავენებლად. ტურისტებს აქ ელოდებათ მშვიდი გარემო, გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები. მალტელები სიცოცხლის მოყვარული ხალხია. ქვეყანაში მუდვიმად დღესასწაულების და ფესტივალების ატმოსტოსფეროა, რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზებული წარმოდგენები და ულამაზესი ფეირვერკები

მალტაში არის უძველესი ტაძრები დჟანტია, ხადჟარ იმ, ტარშინი. ეს არის ე. წ. კანონი ”შვიდი წუთი” - ადგილობრივი მაცხოვრებლების ხუმრობა. მიუხედავად კუნძულის მინიატურული ზომისა მასზე მშვენივრადაა განვითარებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა და შექმნილია ყველა პირობა კომფორტული დასვენებისთვის: ბარები და დისკოტეკები, საუკეთესო პლიაჟები, სასტუმროები, კაზინოები.

მალტის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა ეს არის ეგრედ წოდებული ყვითელი ქვა, რომელიც ჭარბობს მალტის არქიტექტურაში და მატებს მას თავისებურ მომხიბვლელობას. მალტის ნაგებობების კარებს ამშვენებს სხვადასხვაგვარი ორიგინალური სახელურები, რომელთა შორის თქვენ ვერ იპოვით ორ ერთნაირს. ჩამოთვლილ თავისებურებებს კიდევ უფრო ავსებს და ხაზს უსვამს უცნაური, მალტის ქუჩებში მოძრავი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ყვითელი ავტობუსები, გამოშვებული წინა საუკუნის 50-იან წლებში.

მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე ”ორი ნაბიჯია”. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანია (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანი, ”ცივილიზებული” და ”ველური”. აქ არის კრისტალურად სუფთა წყლის და ულამაზესი ბუნება. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით მშიდი და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) არ ეცემა 14 გრადუსის დაბლა.


ადგილობრივი ღვინო ძალიან სასიამოვნოა გემოზე და ორჯერ იაფია იმპორტულზე. აქ მოიპოვება საკუთარი ლუდიც.

მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი შუშის მწარმოებელი ფაბრიკა Mdina-glass აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ შუშასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი– ადგილობრივი წითელი ღვინო.


მემკვიდრეობა. ქალაქი ვალეტა, მეგალითური ტაძრები კუნძულ მალტასა და გოცოზე.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


[რედაქტირება] სქოლიო

  1. Department of Information. Doi.gov.mt (2010-01-11). წაკითხვის თარიღი: 2010-08-02.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მალტა&oldid=1978226-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე