საბერძნეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: Ύμνος εις την Ελευθερίαν
Ýmnos eis tīn Eleutherían |
|||||
| დევიზი: Ελευθερία ή θάνατος
Eleftheria i thanatos |
|||||
| დედაქალაქი | ათენი |
||||
| უდიდესი ქალაქი | ათენი | ||||
| ოფიც. ენები | ბერძნული | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | კაროლოს პაპულიას | ||||
| -პრ.-მინისტრი | კოსტას კარამანლისი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
131,990 კმ² (96-ე) 0.8669% |
||||
| მოსახლეობა - 2008 სავ. - 2001 ცენზი - სიმჭიდროვე |
11,216,708 (74-ე) 10,964,020 84 ად/კმ² (88-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2008მიახლ. $412.521 მილიარდი (31-ე) $36,983 (მე-17) |
||||
| აგი (2005) | |||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
||||
| დროის სარტყელი | EET (UTC +2სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | EET (UTC +3სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | GRC | ||||
| ccTLD | .gr1 | ||||
| სატელეფონო კოდი | +30 |
||||
| 1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. | |||||
საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძნ. Ελληνική Δημοκρατία) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. მე-8 საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.
- ფართობი: 131.900 კვ.კმ.
- ბუნება: მთიანი სისტემა — პინდოსი; უმაღლესი მწვერვალი — ოლიმპო 2.917 მ; კუნძულები — კრეტა, კორფუ, როდოსი; ტბა— ტრიხონისი. მდინარეები — ალიაკმონი, პინიოსი, სპერხიოსი.
- ბუნებრივი რესურსები: ბოქსიტები, მაგნეზიტი, ნავთობი, მარმარილო, ჰიდროენერგია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (300 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: საბერძნეთი ადმინისტრაციულად იყოფა 54 რაიონად (ბერძ. „ნომოს“, რომლებიც გაერთიანებული არიან 13 რეგიონში (ბერძ. „პერიფერია“), ესენია: ატიკა, აღმოსავლეთი მაკედონია და თრაკია, დასავლეთი მაკედონია, დასავლეთი საბერძნეთი, ეპიროსი, თესალია, იონიის კუნძულები, კრეტა, პელოპონესი, სამხრეთი ეგეოსი, ცენტრალური საბერძნეთი, ცენტრალური მაკედონია, ჩრდილოეთი ეგეოსი. განსაკუთრებული სტატუსი აქვს აიონ-ოროსს ანუ ათონის მთის „სამონასტრო რესპუბლიკას“, რომელიც ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა: 10.665 ათასი (2003), მათ შორის ბერძნები — 95,6%, მაკედონელები — 1,5%.
- ენა: ბერძნული.
- რელიგია: მართლმადიდებლობა.
- ქალაქები (ათ.): ათენი (Αθήνα) (747, აგლომ. — 3.247), სალონიკი (Θεσσαλονίκη)(361, აგლომ. — 802), პირევსი (Πειραιάς)(179), პატრა (Πάτρα)(167), ირაკლიონი (Ηράκλειο) (135), ლარისა (Λάρισσα) (125).
[რედაქტირება] ეკონომიკა
საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%): სოფლის მეურნეობა — 9, მრეწველობა — 24, მომსახურება — 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე): 22.800 $.
- ექსპორტი: ტანსაცმელი, ზეითუნის ზეთი, ხილი, თამბაქო, ნავთობპროდუქტები.
- ბიუჯეტი: 45,000 მლნ $.
- ვალუტა: ევრო (EUR); 2002 წლამდე ბერძნული დრახმა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ათენი — აკროპოლისი; ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები;
- სალონიკი — წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი“;
- ათონის მთა და მისი მონასტრები,
- როდოსი — იოანიტი რაინდების სასახლე, როდოსის კოლოსი
- ოლიმპია,
- კრეტა — ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
- ბერძნული ეპოსი — ილიადა და ოდისეა (ძვ. წ. VIII საუკუნე).
[რედაქტირება] ისტორია
1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს იგი ევროპის კავშირის წევრი გახდა.
|
|||||||||||
|
|||||