გრიგოლ IX
გრიგოლ IX (ლათ. Gregorius PP. IX; ერისკაცობაში უგოლინო დი კონტი; დ. ? – გ. 22 აგვისტო, 1241) – რომის პაპი 1227-1241 წწ.
წარმოშობით იტალიელი. გრიგოლ IX პაპად აირჩიეს 1227 წლის 19 მარტს და იყო რომის პაპი გრდაცვალებამდე, 1241 წლის 22 აგვისტომდე. იგი იყო ჰონორიუს III-ის (1216-1227), გრიგოლ VII-ის (1073-1085) და მისი ბიძის ინოკენტი III-ის (1198-1216) მემკვიდრე, ამიტომ გრიგოლ IX აგრძელებდა მათ პოლიტიკას.
დიდ წინააღმდეგობას უწევდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ ფრიდრიხ II. პაპი იმპერატორს შეპყრობით ემუქრებოდა, იმპერატორი კი პაპს – გადაყენებით. 1230 წელს პაპი და იმპერატორი შერიგდნენ, მაგრამ ცოტა ხნით. ორივე მსოფლიო მონარქიისათვის იბრძოდა, მაგრამ ორივემ კრახი განიცადა..
პაპის მითიტებით შეადგინეს "კანონიკური სამართლის კორპუსი", მონუმენტური იურიდიული დოკუმენტი, რაც პაპობის ჰეგემონიას დაედო საფუძვლად.
| წინამორბედი: ჰონორიუს III |
რომის პაპი 1227-1241 |
შემდეგი: ცელესტინ IV |
სტატიის