გამბია
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: გამბიისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის | |||||
| დედაქალაქი | ბანჯული |
||||
| უდიდესი ქალაქი | სერეკუნდა | ||||
| ოფიც. ენები | ინგლისური ენა | ||||
| მთავრობა | რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | იაჰია ჯამე | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
10,380 კმ² (164-ე) 11.5% |
||||
| მოსახლეობა - 2005 სავ. - სიმჭიდროვე |
1,517,000 (149-ე) 153.5/კმ² (74-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2005მიახლ. $3.094 მილიარდი (171-ე) $2002 (114-ე) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | დალასი (GMD) |
||||
| დროის სარტყელი | GMT (UTC+0) | ||||
| ქვეყნის კოდი | GMB | ||||
| ccTLD | .gm | ||||
| სატელეფონო კოდი | +220 |
||||
გამბია - სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, შედის ერთა თანამეგობრობაში.
სექციების სია |
[რედაქტირება] პოლიტიკური წყობილება
- მმართველობის ფორმა : საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი იაჰია ჯამე.
- საკანონმდებლო ორგანო : ეროვნული ასამბლეა (53 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 5 პროვინცია და დედაქალაქი - ქვემო, ცენტრალური, ჩრდილოეთი, ზემო და დასავლეთი.
[რედაქტირება] ბუნება
გამბიის ტერიტორია უმთავრესად ბრტყელი ვაკეა (სიმაღლე 100 მეტრამდე), რომელსაც განიერი და წყალუხვი მდინარე გამბია კვეთს. ქვეყანა სასარგებლო წიაღისეულით ძალზედ ღარიბია. ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ზაფხული წვიმიანია, ზამთარი მშრალი. დედაქალაქ ბანჯულში ივლისის საშუალო ტემპერატურა 27°-ია, ხოლო თებერვლისა 23°. ნალექები 750-დან 1500 მმ-მდე წელიწადში. მცენარეულ საფარში სჭარბობს სავანეები. მდინარე გამბიის ხეობაში ჭალის მარადმწვანე ტროპიკული ტყეა. ცხოველებიდან შემორჩენილია ანტილოპა, ჯიქი. ბევრია მაიმუნი, ჰიპოპოტამი, ნიანგი...
[რედაქტირება] მოსახლეობა
2007 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 1 700 000 კაცს, რომელთა 99 %-ს აფრიკელები შეადგენენ: 42 % - მანდინკა, 18 % - ფულბე, 16 % - ვოლოფი, 10 % - დიოლა, 9% - სონინკე. მოსახლეობის სიმჭიდროვე - 180,7 ადამიანია კვ. კმ-ზე. ქალაქად ცხოვრობს მოსახლეობის 26,3 % (2003).
მოსახლეობის 50,41 % ქალია, მამაკაცი კი (49,59 %) (2003).
ასაკობრივი მაჩვენებელი კი ასეთია:
- 0-15 წწ. - 40,1 %
- 15-29 წწ. - 26,4 %
- 30-44 წწ. - 17,3 %
- 45-59 წწ. - 10,2 %
- 60-74 წწ. - 5 %
- 75-84 წწ. - 0,9 %
- 85-ზევით - 0,1 %
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა (2005): 52,3 წელი (მამაკაცები), 56,0 წელი (ქალები). შობადობა — 39,9 1000 მაცხოვრებელზე (2005), სიკვდილიანობა — 12,5 1000 მაცხოვრებელზე (2005). ბუნებრივი ნამატი - — 27,4 1000 მაცხოვრებელზე (2005).
ეკონომიკურად აქტიურია 730 000 ადამიანი (52.2 %) (2003).
[რედაქტირება] რელიგია
სუნიტური ისლამის მიმდევარია მოსახლეობის 90 %, ქრისტიანია - 9 %, ხოლო ადგილობრივი რწმენის (ანიმალიზმი, ფეტიშიზმი, ბუნების ძალები) მიმდევარია - 1 %.
[რედაქტირება] ისტორია
გამბიის ტერიტორია XIII-XV საუკუნეებში შედიოდა აფრიკის შუა საუკუნეების სახელმწიფოების (მალი, მოგვიანებით - სონგაი) შემადგენლობაში. პირველი ევროპელები გამბიის ტერიტორიაზე იყვნენ ვენეციელები და გენუელები. XV საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდნენ პორტუგალიელები, XVI საუკუნის დამლევს კი ინგლისელი ვაჭრები. XVII საუკუნიდან გამბიაში ფრანგები ცდილობდნენ დამკვიდრებას. 1783 წელს ინგლისის მიერ დაპყრობილი გამბიის ტერიტორიის ნაწილი 1807 წელს სამეფო კოლონიად გამოცხადდა. 1821 წელს დიდი ბრიტანეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორია დაექვემდებარა სიერა-ლეონეს გუბერნატორს, 1843 წელს კი ცალკე კოლონიად გამოცხადდა. 1866-1888 წწ. კვლავ სიერა-ლეონეს გუბერნატორი განაგებდა.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გამბიაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1965 წლის 18 თებერვალს ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თაბნამეგობრობის ფარგლებში. ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 1970 წლის 24 აპრილს კი გამოცხადდა რესპუბლიკური მმართველობაახლად წარმოქმნილი რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა დაუდა კაირიბა ჯავარა, რომელიც სახელმწიფოს სათვეში იდგა 1994 წლამდე და უსისხლო სამხედრო გადატრიალების შედეგად მმართველობას ჩამოაშორა 29 წლის ლეიტენანტმა იაჰია ჯამემ. გადატრიალების შედეგად აიკრძალა ყოველგვარი პოლიტიკური მოღვაწეობა, შეიქმნაშეიარაღებული ძალების დროებითი მმართველი საბჭო. 1996 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუციის პროექტი. ამავე წლის 26 სექტემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 55,7 %-ით გაიმარჯვა იაჰია ჯამემ. არჩევნებიდან ორ დღეში დაითხოვა დროებითი სამხედრო საბჭო და 1997 წლისათვის დანიშნა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა პრეზიდენტის პარტიამ.
2001 წელს იაჰია ჯამე ხელახლა იქნა არჩეული ხმების 53 %-ით, ხოლო 2006 წელს ხმების 67 %-ით კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადით გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო მმართველობა.
[რედაქტირება] დღესასწაულები
| თარიღი | დასახელება | ინგლისური სახელწოდება |
|---|---|---|
| 1 იანვარი | ახალი წელი | New Year’s Day |
| 18 თებერვალი | დამოუკიდებლობის დღე | Independence Day |
| 24 აპრილი | რესპუბლიკის დღე | Republic Day |
| 1 მაისი | შრომის დღე | Labour Day |
| 15 აგვისტო | მარიამობა | Assumption |
| 25 დეკემბერი | შობა | Christmas Day |
| რედ. აფრიკის ქვეყნები და ტერიტორიები (გაეროს სუბრეგიონები) | |||
| ჩრდილოეთი აფრიკა |
ალჟირი · ეგვიპტე · ლიბია · მაროკო · სუდანი · ტუნისი · დასავლეთი საჰარა | დასავლეთი აფრიკა |
ბენინი · ბურკინა ფასო · კაბო-ვერდე · სპილოს ძვლის ნაპირი · გამბია · განა · გვინეა · გვინეა-ბისაუ · ლიბერია · მალი · მავრიტანია · ნიგერი · ნიგერია · სენეგალი · სიერა-ლეონე · ტოგო |
| ცენტრალური აფრიკა |
ანგოლა · კამერუნი · ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა · ჩადი · კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა · ეკვატორული გვინეა · გაბონი · კონგოს რესპუბლიკა · სან-ტომესა და პრინსიპის კუნძულები | აღმოსავლეთი აფრიკა |
ბურუნდი · კომორის კუნძულები · ჯიბუტი · ერიტრეა · ეთიოპია · კენია · მადაგასკარი · მალავი · მავრიკი · მოზამბიკი · რუანდა · სეიშელის კუნძულები · სომალი · ტანზანია · უგანდა · ზამბია · ზიმბაბვე |
| სამხრეთი აფრიკა |
ბოტსვანა · ლესოთო · ნამიბია · სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა · სვაზილენდი | სამფლობელოები და სხვა ტერიტორიები: |
დიდი ბრიტანეთი: ინდოეთის ოკეანის ტერიტორია · წმ. ელენეს კუნძული · საფრანგეთი: მაიოტა · რეიუნიონი · პორტუგალია: მადეირა · ესპანეთი: კანარის კუნძულები · სუვერენული ტერიტორიები |
