გუსტავ ერიქსონ ვაზა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გუსტავ ვაზა ან გუსტავ I (შვედ. Gustav Vasa, ხანდახან გვხვდება როგორც გუსტავ ვასა; დ. 1496 — გ. 1560), შვედეთის მეფე 1523-1560 წლებში. ტახტზე ასვლამდე გუსტავ ერიქსონი (Gustav Eriksson).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
გუსტავ ერიქსონი დაიბადა ლინდჰოლმენში 1496 წელს, სავარაუდოდ, 12 მაისს. მამამისი ერიკ იუჰანსონი გარდაცვლილ რეგენტს სტენ სტურე უფროსს ენათესავებოდა, რომელსაც საკუთარი შვილები არ ჰყოლია.
გუსტავის ბავშვობის შესახებ უამრავი ამბავია შემონახული, მაგალითად, როგორ უყვარდა უფროსობა და პირველობა. ჰანს დანიელს გუსტავის დანიაში ჩაყვანა და იქ აღზრდა ეწადა, მაგრამ სტენ სტურემ ბიჭი არ გაუშვა სამხრეთში. 13 წლიდან გუსტავის სასკოლო ცხოვრება იწყება უფსალაში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში