ავგუსტინელთა ორდენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Augustincoa.png

ავგუსტინელები (ლათ. Ordo Sancti Augustini), კათოლიკე ბერების ორდენი. ხელმძღვანელობდა „ნეტარი ავგუსტინეს წესდებით“, რომელიც ამ უკანასკნელის სიკვდილიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაა შედგენილი და რომელიც გამოიყენებოდა სამღვდელოების იმ ნაწილის მიერ, რომელსაც სურდა ასკეტურად ეცხოვრა. შეიქმნა XIII საუკუნეში. განსაკუთრებით აქტიური იყო XVI-XVII საუკუნეებში. ორდენის წევრები მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნ. ასათიანი, ისტორია 11, გვ. 340 - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", თბ., 2009.