პიეტრო პერუჯინო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიეტრო პერუჯინო
Pietro Perugino 031.jpg
პერუჯინოს ავტოპორტრეტი 1497–1500
სრული სახელი: პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი
დაიბადა: 1446
იტალიის დროშა იტალია, უმბრიის რეგიონი, ჩიტა დელა პიევეს კომუნა
გარდაიცვალა: 1523
პერუჯა
ეროვნება: იტალიელი
სფერო: ფერწერა, ფრესკა
მიმდინარეობა: რენესანსი
ცნობილი ნამუშევრები: «გასაღებების გადაცემა»
მან გავლენა მოახდინა: რაფაელი


პიეტრო პერუჯინო (იტალ. Pietro Perugino, სრული სახელი პიეტრო დი კრისტოფორო ვანუჩი - Pietro di Cristoforo Vannucci; 1446—1524) — იტალიელი მხატვარი რენესანსის ეპოქაში, უმბრიის სკოლის წარმომადგენელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გასაღების გადაცემა, სიქსტეს კაპელა

დაიბადა ჩიტა დელა პიევეს კომუნაში, ქალაქ პერუჯადან 35 კმ-ში. ადგილობრივ მხატვართან სწავლების შემდეგ 1470 წელს ჩამოვიდა ფლორენციაში და შევიდა ანდრეა დელ ვეროჩიოს სახელოსნოში.

1481 წელს უკვე ცნობილი დიდი მხატვარი, იტალიის ერთერთი საუკეთესო მხატვრების რიცხვში, მიწვეული იქნა რომში პაპის სიქსტუს IV-ს მიერ სიქსტეს კაპელას მოხატვაში მონაწილეობის მისაღებად.


პერუჯინო მუშაობდა იტალიის სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ყველაზე მეტად პერუჯაში, სადაც ის ხელმძღვანელობდა დიდი სახელოსნოს. XV საუკუნის 80-90-იან წლებში პერუჯინო იყო ერთერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მხატვარი. მისი მოწაფეებიდან ყველაზე ცნობილია — რაფაელი.

პერუჯინოს საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება 1500 წლამდე შექმნილი ნამუშევრები. მათ შორი გამოიყოფა «გასაღებების გადაცემა», რომელიც გამოირჩევა კომპოზიციის გრაციოზულობით. ერთერთი ყველაზე ცნობილი სურათია — «ქრისტეს დატირება».

პერუჯინო გარდაიცვალა 1524 წელს ქალაქ პერუჯაში ჭირისგან. მისი მოწაფის რაფაელის გარდაცვალების შემდეგ პერუჯინომ დაასრულა რაფაელის მიერ დაუმთავრებელი ფრესკები პერუჯას ეკლესიში.

შემოქმედება[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]