ფილიპე IV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილიპე IV – ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე

ფილიპე IV (ესპ. Felipe IV; დ. 8 აპრილი, 1605, ვალიადოლიდი — გ. 17 სექტემბერი, 1665, მადრიდი) — ესპანეთის მეფე 1621-1665 და პორტუგალიის მეფე 1621-1640 წწ. როგორც ფილიპე III (პორტ. Filipe III). ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელი. მის დროს სახელმწიფოს ფავორიტები განაგებდნენ. საფრანგეთს დაუთმო მთელი რიგი პროვინციები. სასტიკად ჩაახშო სეგადორების აჯანყება (1640-1652 წწ.). არ ცნობდა პორტუგალიის დამოუკიდებლობას და მთელი თავისი მეფობის განმავლობაში ცდილობდა მასზე ესპანეთის ბატონობის აღდგენას.

იქორწინა ორჯერ. პირველად იზაბელა ბურბონზე, რომელთანაც შეეძინა 8 შვილი, ხოლო მეორედ მარიანა ავსტრიელზე მასთან შეეძინა 5 შვილი. მათ შორის მომავალი ტახტის მემკვიდრე, უკანასკნელი ჰაბსბურგი ესპანეთის ტახტზე კარლ II.

ლიტერატურა[რედაქტირება]