ბელგია
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: Brabanconne | |||||
| დევიზი: ძალა ერთობაშია
(ნიდ. Eendracht maakt macht; ფრანგ. L'union fait la force; გერმ. Einigkeit gibt Starke) |
|||||
| დედაქალაქი | ბრიუსელი |
||||
| უდიდესი ქალაქი | ბრიუსელი | ||||
| ოფიც. ენები | ნიდერლანდული, ფრანგული, გერმანული | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია | ||||
| -მონარქი | ალბერტ II | ||||
| -პრ.-მინისტრი | ჰერმან ვან რომპუი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
30,528 კმ² (139-ე) 6.4% |
||||
| მოსახლეობა - 2007 სავ. - 2001 ცენზი - სიმჭიდროვე |
10,584,534 (76-ე) 10,296,350 344.32 ად/კმ² (29-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2004მიახლ. $316.2 მილიარდი (30-ე) $31,400 (მე-13) |
||||
| აგი (2005) | |||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
||||
| დროის სარტყელი | CET (UTC +1სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | CET (UTC +2სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | BEL | ||||
| ccTLD | .be1 | ||||
| სატელეფონო კოდი | +32 |
||||
| 1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. | |||||
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - ბელგიის სამეფო; ფრანგულად - Royaume de Belgique; ნიდერლანდულად - Koninkrijk Belgie.
- ეტიმოლოგია - სახელწოდება მომდინარეობს ბელგების კელტური ტომებისაგან.
- ქვეყნის კოდი - BE.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიდერლანდი, გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი
- ფართობი - 30.510 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღ. მწვერვალი - ბოტრანჟი 694 მ; მდინარეები (კმ) - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370), მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933); უდ. ტბა - ვალკური; კლიმატი - ოკეანური.
- ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური - სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 - ლეოპოლდ I, 1865 - ლეოპოლდ II, 1900 - ალბერტ I, 1934 - ლეოპოლდ III, 1951 - ბოდუენ I, 1993 წლიდან - ალბერტ II (ALBERT II).
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი (Guy Verhofstadt, 1999).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10,3 მლნ (2003), მათ შორის 58% ფლანდრიელები, 31% ვალონები.
- ენები - ფრანგული (40%, ვალონური დიალექტი) და ნიდერლანდული (60%, ფლამანდური დიალექტი). მოსახლეობის 11% ორენოვანია.
- რელიგია - კათოლიციზმი (75%), პროტესტანტიზმი 20%.
- ქალაქები (ათ.) - ბრიუსელი (1,008), ანტვერპენი (457), გენტი (222), შარლერუა (201), ლიეჟი (184), ბრიუგე (117).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 1, მრეწველობა - 26, მომსახურება - 73;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.730 $.
- უდიდესი კომპანიები - სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.
- ექსპორტი - რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასა.
- ბიუჯეტი - 113,400 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.
[რედაქტირება] ისტორია
ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ბრიუსელი — ცენტრალური მოედნის გოტიკური არქიტექტურა, სამეფო სასახლე (XV ს.), ქალაქგარეთ მდებარეობს ვატერლოოს ბრძოლის მემორიალი;
- ანტვერპენი - ბელგიის სამეფო მუზეუმი მსოფლიოში საუკეთესო რუბენსის ნახატების კოლექციით; ძველი ქალაქის ანსამბლი, «ალმასის კვარტალი», ტაძარი (XIV ს.);
- ბრიუგე - შუასაუკუნეების არქიტექტურის ქალაქი-მუზეუმი;
- ლიეჟი - წმ. პავლეს ეკლესია (X ს.).
[რედაქტირება] ცნობილი ბელგიელები
- მწერლები - მორის მეტერლინკი, შარლ დე კოსტერი, ჟორჟ სიმენონი, ემილ ვერჰარნი;
- მხატვრები - პიტერ ბრეიგელი, რუბენსი, ანტონ ვან დეიკი, იან ვან ეიკი, ჟერარ დავიდი;
- მეცნიერი - მერკატორი;
- მსახიობები - ოდრი ჰეპბერნი, ჟან-კლოდ ვან დამი;
- სპორტსმენები - ედი მერქსი (ველოსპორტი), ჯეკი იქსი (ავტორბოლა).
|
|||||||||||
|
|||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||