ჯუზეპე პაზოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯუზეპე პაზოტო
ინთრონიზაცია 6 იანვარი, 2000
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1954 (1954-07-06) (69 წლის)
ეროვნება იტალიელი
რელიგია კათოლიკე

მეუფე ჯუზეპე პაზოტო (დ. 6 ივლისი, 1954, ბოვოლონე, ვერონა, იტალია) — იტალიელი სასულიერო მოღვაწე, ეპისკოპოსი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუფე ჯუზეპე პაზოტო დაიბადა 1954 წლის 6 ივლისს ვერონის რეგიონის სოფელ ბოვოლონეში, იტალიაში. სწავლობდა სტიგმატელ მამათა სკოლაში და შევიდა ამავე კონგრეგაციის სასულიერო სემინარიაში. მუშაობდა დაწყებითი კლასების პედაგოგად და 1979 წელს აიღო თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. 1979 წლის 12 მაისს, ბოვოლონეს ეკლესიაში, კარდინალმა მორეირა ნევესმა, იგი მღვდლად აკურთხა. ხელდასმის შემდეგ პირველი ხუთი წელი მუშაობდა კოლონიოლა აი კოლიში (ვერონა) სასულიერო სემინარიის დირექტორად. შემდეგ გადავიდა სეძანოს მონასტერში, სადაც იყო სულიერების სახლის დირექტორი და ამავე დროს, თავისი კონგრეგაციის პოსტულანტების და ახალგაზრდების პასუხისმგებელი და სტიგმატელთა კონგრეგაციის საბჭოს მრჩეველი იყო.

ჯუზეპე პაზოტო საქართველოში 1994 წლის სექტემბერში ჩამოვიდა. ქართული ენის შესწავლის შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში. 1996 წელს დაინიშნა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორად, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. მისი ხელმძღვანელობით განახლდა მარიამის ზეცად აღყვანების თბილისის ძველი კათოლიკური ტაძარი, რომელიც 1999 წლის 15 აგვისტოს აკურთხა ჯოვანი ბატისტა რემ. იგი 2000 წლის 6 იანვარს რომში, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა იოანე პავლე II-მ ეპისკოპოსად აკურთხა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]