სან-მარინო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-მარინოს რესპუბლიკა
Serenissima Repubblica di San Marino
სან-მარინო
სან-მარინოს
გერბი
დევიზი: Libertas (ლათ.)
ჰიმნი: Inno Nazionale della Repubblica
დედაქალაქი სან-მარინო
43°56′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 43.933° ჩ. გ. 12.450° ა. გ. / 43.933; 12.450
ოფიციალური ენა(ები) იტალიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  კაპიტან-რეგენტი ალბერტო სელვა და მირკო ტომასონი
ფართობი
 -  სულ 61 კმ2 (223-ე)
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 29,615 (212-ე)
 -  სიმჭიდროვე 481 ად კაცი/კმ2 (მე-20)
მშპ (მუპ) 2001 შეფასებით
 -  სულ $904 მილიონი (195-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $34,600 (მე-12)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი SMR
Internet TLD .sm
სატელეფონო კოდი 378

სახელწოდება. ოფიციალური - სან-მარინოს რესპუბლიკა. ეროვნული - Repubblica di San Marino. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხესიმაგრე. მოგვანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.

სან-მარინო

გეოგრაფია. ქვეყანა მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. ფართობი - 61 კვ.კმ.


სახელმწიფო. სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა. დღესასწაული - 3 სექტემბერი, რესპუბლიკის დაარსების დღე (301 წ.). სახელმწიფოს მეთაური - 2 კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 9 კომუნა (castello).


დემოგრაფია. მოსახლეობა - 28 ათასი (2003), მათ შორის 91% სანმარინოელები, 9% იტალიელები. სახელმწიფო ენა - იტალიური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - სან-მარინო (4,3 ათასი), სერავალე (8,7), ბორგო-მაჯიორე (6,2).


ეკონომიკა. ბუნებრივი რესურსები - სამშენებლო ქვა. შემისავლის წყარო - ტურიზმი. ვალუტა - ევრო (EUR).


ისტორია. 1862 წელს გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. 1947-1986 ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული.