საფრანგეთის რელიგიური ომები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთის რელიგიური ომები
ევროპის რელიგიური ომების ნაწილი
Francois Dubois 001.jpg
ბართლომეს ღამე
თარიღი 1562-1598
მდებარეობა საფრანგეთი
შედეგი ნანტის ედიქტის საფუძველზე ჰუგენოტებს მიენიჭათ რწმენის თავისუფლება. პარიზი და განსაზღვრული ტერიტორიები გამოცხადდა კათოლიკეთა გავლენის სფეროებად.
მხარეები
პროტესტანტები:
Croix huguenote.svg ჰუგენოტები
ინგლისის დროშა ინგლისი
Bannière de France style 1500.svg პოლიტიკოსები კათოლიკეები:
Emblem of the Papacy SE.svg კათოლიკური ლიგა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
Savoie flag.svg სავოია
მეთაურები
Croix huguenote.svg კონდეს პრინცები,
ინგლისის დროშა ელისაბედ I
Bannière de France style 1500.svg ეკატერინე მედიჩი,
Bannière de France style 1500.svg შარლ IX,
Bannière de France style 1500.svg ანრი III ვალუა,
Bannière de France style 1500.svg ანრი IV,
Emblem of the Papacy SE.svg გიზის დინასტია,
ესპანეთის დროშა ფილიპე II,
Emblem of the Papacy SE.svg სიქსტუს V,
Savoie flag.svg კარლ ემანუელ I

საფრანგეთის რელიგიური ომები, ჰუგენოტური ომებისამოქალაქო ომი საფრანგეთში კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის XVI საუკუნის II ნახევარში. კათოლიკეთა წინამძღოლები ძმები გიზები იყვნენ, ჰუგენოტებისანავარის მეფე ანტუან დე ბურბონი, მისი ძმა პრინცი კონდე, შემდეგ ანრი ბურბონი (ნავარელი, ანრი IV) და ადმირალი გასპარ კოლინი.

წინარე ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვასის ხოცვა-ჟლეტა.

რელიგიურ ომებს საფრანგეთში წინ უძღოდა სოციალურ-პოლიტიკურ წინააღმდეგობათა გამწვავება ფეოდალურ ურთიერთობათა რღვევის პირობებში, თავადაზნაურობის უკმაყოფილება, მოსახლეობის ძირითადი ფენების მდგომარეობის გაუარესება, მათი გაღატაკება იტალიურ ომებსა (1494-1559 წწ.) და ფასების რევოლუციასთან დაკავშირებით.

ვასის ხოცვა-ჟლეტა, 1562 წელი

ფრანსუა II-ის მეფობაში (1559-1560 წწ.) ძალაუფლება ხელთ იგდო ჭაბუკი მეფის ცოლის მარიამ (მერი) I სტიუარტის ბიძებმა – გიზებმა; სამეფო კარს ჩამოშორებულმა ბურბონებმა და უკმაყოფილო თავადაზნაურობამ, მ. შ. ჰუგენოტებმა, პრინც კონდეს მეთაურობით, მოაწყვეს შეთქმულება, რომლის მიზანი იყო ამბუაზის ციხე-კოშკში მყოფი მეფის ხელში ჩაგდება და მისი სახელით სახელმწიფოს მართვა. მაგრამ აჯანყების ცდა მარცხით დასრულდა. მრავალი შეთქმული დაიღუპა. კონდე სიკვდილს გადაურჩა.

ფრანსუა II-ის ნაადრევი სიკვდილის გამო ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი შარლ IX (1560-1574 წწ.) სამეფოს რეგენტები ეკატერინე მედიჩი და კანცლერი მიშელ დე ლოპიტალი (კანცლერი 1560-1568 წწ.) კათოლიკეთა და ჰუგენოტთა შერიგებას ცდილობდნენ. სატუსაღოდან გაათავისუფლეს ჰუგენოტები (1561 წლის აპრილი), მოაწყვეს რელიგიური დისპუტი (1561 წლის სექტემბერ-ოქტომბერი). 1562 წლის 17 იანვარს გამოქვეყნდა „იანვრის ედიქტი“ პროტესტანტული კულტის თავისუფლების შესახებ ქალაქებს გარეთ და კერძო სახლებში, მაგრამ გიზებმა ეს ცდა ჩაშალეს: 1562 წლის 1 მარტს სოფელ ვასიზე გავლისას ჰერცოგ ფრანსუა გიზის შეიარაღებულმა ამალამ დახოცა მლოცველი კალვინისტები. ვასის ხოცვა-ჟლეტა რელიგიური ომის დაწყების საბაბად იქცა.

პირველი პერიოდი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბართლომეს ღამე.
ანრი I გიზი

რელიგიური ომების პირველ პერიოდში მოხდა სამი ომი (1562-1563, 1567-1568 და 1568-1570 წწ.). ორივე ბანაკის მეთაურები ცდილობდნენ მეფეზე ზეგავლენის მოხდენას და დახმარებას სხვა ქვეყნებში ეძებდნენ. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი სენ-ჟერმენის ზავითა (1570 წ. 8 აგვისტო) და პასიფიკაციის ედიქტით დასრულდა, რაც ჰუგენოტთა წარმატებას მოასწავებდა. მათ მიიღეს რწმენის თავისუფლება მთელ სამეფოში, სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება, ზავის საგარანტიოდ მათ გადაეცათ 4 ქალაქი, მათ შორის ლა-როშელი და მონტობანი. ამ პერიოდში დაიღუპნენ ორივე პარტიის ხელმძღვანელები – ფრანსუა გიზი და ანტუან დე ბურბონი. კათოლიკეთა ბელადი გახდა ანრი I გიზი, ფრანსუას ძე. ჰუგენოტებისა – ადმირალი კოლინი, ანრი ბურბონი და ანრი I პრინცი კონდე. ჰუგენოტების სამეფო კარის კავშირის განსამტკიცებლად გადაწყდა ჰუგენოტების ბელადის ნავარის მეფის ანრი ბურბონის დაქორწინება მეფის დაზე მარგარიტ ვალუაზე.

ადმირალი კოლინი შევიდა სამეფო საბჭოში და დიდი გავლენა მოიპოვა შარლ IX-ზე. კოლინიმ დაიყოლია შარლ IX წამოეწყო ომი ესპანეთის წინააღმდეგ. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გიზების პარტიაშიც და ეკატერინე მედიჩის მხრივაც, რომელსაც აშინებდა შვილზე გავლენის დაკარგვა, ესპანეთთან მოსალოდნელი ომი და გიზების პარტიასთან სრული განხეთქილება. ამიტომ მათ განიზრახეს კოლინისა და ჰუგენოტების თავიდან მოშორება და 1572 წლის 24 აგვისტოს ბართლომეს ღამეს მოაწყვეს ჰუგენოტთა ხოცვა-ჟლეტა. ამოწყვიტეს მსხვილი პარიზელი ვაჭრები და ხელოსნები, აგრეთვე უცხოელები. კოლინი მოკლეს, ანრი ბურბონმა და კონდემ კათოლიკობის მიღებით უშველეს თავს (თუმცა 1576 წელს დაუბრუნდნენ ჰუგენეტობას). ამ ამბებმა ბიძგი მისცა რელიგიური ომების განახლებას.

მეორე პერიოდი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბოლიეს ედიქტი.

რელიგიური ომების მეორე პერიოდში მოხდა ორი ბრძოლა (1572-1573, 1574-1576 წწ.). მთავრობა და გიზების პარტია ერთობლივად ებრძოლებოდნენ ჰუგენოტებს. სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში ჰუგენტებმა საკუთარი ფედერაციული რესპუბლიკა ე. წ. ჰუგენოტური კონფედერაცია შექმნეს: ეს იყო „სახელმწიფო სახელმწიფოში“. მას სათავეში ედგა ჰუგენოტური ფეოდალური არისტოკრატია. ჰუგენოტური კონფედერაცია მტრულად დაუპირისპირდა გიზების პარტიას და ვალუას დინასტიას. გაიფურჩქნა ჰუგენოტური ანტიაბსოლუტისტური პუბლიცისტიკა. განსაკუთრებით გამძვინვარდა ბრძოლა შარლ IX-ის გარდაცვალებისსა (1574 წ.) და მისი ძმის ანრი III-ის გამეფების შემდეგ. რელიგიური ომების მეორე პერიოდი დასრულდა 1576 წლის 6 მაისის ბოლიეს ედიქტითა და პასიფიკაციის ედიქტით, რომლითაც ჰუგენოტებმა მიიღეს რწმენის თავისუფლება და მიაღწიეს მათი კონფედერაციის აღიარებას. ედიქტის საგარანტიოდ მათ მისცეს 8 ციხე-ქალაქი.

მესამე პერიოდი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სამი ანრის ომი და ნანტის ედიქტი.
ანრი IV ნავარელი

მესამე პერიოდში მოხდა სამი ომი (1577, 1579-1580, 1587-1598 წწ.). ბოლიეს ედიქტით უკმაყოფილო გიზების პარტიამ, ჰუგენოტთა კონფედერაციის მსგავსად, ანრი I გიზის ხელმძღვანელობით დააარსა პერონის ლიგა, რომელიც საფრანგეთის კათოლიკურ ლიგად იქცა. წარმოიშვა მეორე „სახელმწიფო სახელმწიფოში“ საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. აქ ხელმძღვანელ როლს ფეოდალური არისტოკრატია ასრულებდა. ლიგის საბოლოო მიზანს ვალუების დინასტიის დამხობა და ესპანეთის დახმარებით ანრი გიზის გამეფება იყო. ლიგის შიგნით არსებული წინააღმდეგობებით ისარგებლა ანრი III-მ, სცნო ლიგა და თავი მის მეთაურად გამოაცხადა. 1576 წელს ბლუაში მოწვეულ გენერალურ შტატებზე უარყვეს ბოლიეს ედიქტი.

ამას მოჰყვა რელიგიური ომების მეექვსე ომი, რომლის შედეგად პუატიეს ედიქტით (1577 წლის 17 სექტემბერი) ჰუგენოტებს მიენიჭათ კულტის შეკვეცილი თავისუფლება. განსაკუთრებით გამძაფრდა ბრძოლა ტახტის მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით: უშვილო ანრი III-ის მემკვიდრე გახდა ჰუგენოტთა ბელადი ანრი ბურბონი. წარმოიშვა ორი კათოლიკური ლიგა, 1584 წლის დამლევს კათოლიკე პრინცებმა აღადგინეს პერონის ლიგა, რომელმაც 1584 წლის 31 დეკემბერს დადო სამოკავშირეო ხელშეკრულება ესპანეთთან პრინცების ლიგისაგან დამოუკიდებლად, 1585 წელს აღმოცენდა პარიზის ლიგა, რომელშიც შევიდნენ ფანატიკურად განწყობილი ბურჟუაზია და დემოკრატიული მასები. ლიგამ მიიღო სამხედრო ორგანიზაცია, მას სათავეში ედგა პარიზის 16 უბნის წარმომადგენლებისაგან შექმნილი „16-ის კომიტეტი“.

ჩრდილო-აღმოსავლეთის და ცენტრალური საფრანგეთის თითქმის ყველა ქალაქი შეუერთდა პარიზის ლიგას, რომელიც გაერთიანდა პრინცების ლიგასთან და ასე შეიქმნა ერთიანი კათოლიკური ლიგა. მან აიძულა ანრი III თავისი ედიქტებით (1585 წლის 7 და 18 ივლისი) აეკრძალა პროტესტანტიზმი, გაეუქმებინა ჰუგენოტთა სასარგებლოდ გამოცემული ყველა დეკრეტი. ჰუგენოტებს უნდა ჩამორთმეოდათ საგარანტიოდ მიცემული ციხე-ქალაქები, სამაგიეროდ ლიგამ საგარანტიოდ მიიღო სუასონი, დიჟონი, ვერდენი და სხვა ქალაქები. ანრი ბურბონი სამეფო ტახტზე უფლებებს მოკლებულად ცხადდებოდა.

ანრი III ვალუა

დაიწყო მერვე რელიგიური ომი, რომელსაც „სამი ანრის ომი“ ეწოდა (მთავარი ხელმძღვანელების - ანრი III-ის, ანრი I გიზისა და ანრი ნავარელის მიხედვით). თავდაპირველდ ანრი III და ანრი გიზი ანრი ნავარელის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, მათი ერთობა მალე დაირღვა. პარიზის ლიგა განსაკუთრებით მტრულად განეწყო მეფის მიმართ. 1588 წლის 12-13 მაისს პარიზში დაიწყო სახალხო მღელვარება („ბარიკადების დღე“). ანრი III შარტრში გაიქცა. გიზებმა და კათოლიკეთა ლიგამ მეფეს თავიანთი მოთხოვნები წაუყენეს. ანრი III მოსაჩვენებლად სრულ დათმობებზე წავიდა. 1588 წლის 23 დეკემბერს ანრი III-ის ბრძანებით ანრი გიზი და მისი ძმა მოკლეს.

კათოლიკეთა ლიგის დემონსტრაცია პარიზში 1590 წელს.

ანტიროიალისტურმა მოძრაობამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. პარიზის ლიგის დემოკრატიული ფრთის გავლენით ანრი III გადაყენებულად გამოცხადდა. ანრი III შეუკავშირდა ანრი ნავარელს და თავის მემკვიდრედ ცნო. გაერთიანებული ძალებით ისინი პარიზისაკენ დაიძრნენ; 1589 წლის აგვისტოში ანრი III ლიგის მიერ მიგზავნილმა დომინიკელმა ბერმა ჟაკ კლემანმა მოკლა. საფრანგეთის მეფე გახდა ანრი ნავარელი, ანრი IV-ის სახელით, მაგრამ ჩრდილოეთ საფრანგეთმა არ ცნო იგი. შექმნილი მდგომარეობით ისარგევბლა ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ და ლიგის თანხმობით 1591 წელს პარიზში შეიყვანა ესპანეთის ჯარები.

1592 წელს საფრანგეთში დაიწყო გლეხთა აჯანყება. ამ აჯანყების მასშტაბებით და ესპანელთა ინტერვენციით შეშფოთებულმა კათოლიკე თავადაზნაურებმა და ბურჟუაზიამ ცნო ანრი ნავარელი, რომელიც 1593 წელს ისევ დაუბრუნდა კათოლიკობას. 1594 წელს იგი მეფედ ეკურთხა და პარიზი უბრძოლველად დაიკავა. ლიგის გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიები მეფემ დაიმორჩილა და გამარჯვება მოიპოვა ესპანელებზე.

ანრი IV-ის მიერ გამოცემული ნანტის ედიქტით ჰუგენოტთა სარმუნოებრივი მდგომარეობა მოწესრიგდა და რელიგიური ომები დასრულდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: