აია-სოფიას ტაძარი
| წმინდა სოფია | |
|
|
|
|
|
|
|---|---|
| გეოგრაფიული კოორდინატები | / |
| რელიგიური კუთვნილება | მართლმადიდებლური ტაძარი 360-404 414-532 537-1204 1261- 1453 კათოლიკური ტაძარი 1204-1261 მეჩეთი 1453-1935 მუზეუმი 1935 - დღემდე |
| ქვეყანა | |
| კურთხევის წელი | 537 |
| ფუნქციური სტატუსი | მუზეუმი |
| მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | სტამბოლი, ყოფილი კონსტანტინოპოლი |
|
|
|
| ხუროთმოძღვარი(ები) | ისიდორე მილეტელი ანთიმოზ ტარსელი |
|
|
|
| სიგრძე | 82 მ |
| სიგანე | 73 მ |
| სიმაღლე (მაქსიმალური) | 55 მ |
| გუმბათი | 1 |
აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.
ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.
2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.
გალერეა [რედაქტირება]
-
იუსტინიანე I (მარცხ.) ავედრებს წმინდა სოფიას ტაძარს, ხოლო კონსტანტინე დიდი (მარჯ.) კი — ქალაქ კონსტანტინოპოლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.
-
მაცხოვრის მოზაიკური ფრესკა.
-
წმ. იოანე ოქროპირის მოზაიკა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]