ვესტფალიის ზავი
ვიკიპედიიდან
ვესტფალიის ზავი (ასევე ვესტფალიის მშვიდობა) — სამშვიდობო შეთანხმება დადებული 1648 წლის 24 დეკემბერს მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში, რომელმაც ბოლო მოუღო ოცდაათწლიან ომს.
როგორც წესი, ვესტფალიის მშვიდოებას უწოდებენ სამშვიდობო ხელშეკრულებებს ხელმოწერილს კაიზერი ფერდინანდ III-ის მიერ საფრანგეთსა და შვედეთთან მათ მიერ ვეფელინგჰოფენთან წაგებული ბრძოლის შედეგად (1648 წლის 4-5 ივნისი). შეთანხმება შესაძლებელი გახდა სამშვიდობო კონგრესით, რომელიც მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ჩატარდა 1643-49 წლებში, რომლის ზოგადი მიზანი ევროპაში მიმდინარე ომების ჩაცხრობა იყო, განსაკუთრებით კი ოცდაათწლიანი ომის.
ვესტფალიის ზავით შვედეთმა მიიღო დასავლეთ პომერანია შტეტინის პორტით, აღმოსავლეთ პომერანიის გარკვეული ნაწილი, უფლება პომერანის ყურეზე ზღვისპირა ქალაქების ჩათვლით. შვედეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოხვდა ჩრდილოეთ გერმანიის უმსხვილესი მდინარეების შესართავები. გარკვეული დროით შვეცია დიდ ევროპულ ზესახელმწიფოდ გადაიქცა, და მისი გავლენის ქვეშ მოექცა ბალტიის რეგიონი და გერმანული სახელმწიფოები. საფრანგეთმა მიიღო ელზასი (სტრასბურგის გარდა) და ზოგიერთი ქალაქის მფარველობა.
ჰოლანდია აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასევე აღიარეს შვეიცარიის კავშირიც.
ვესტფალიის ზავის შედეგად რელიგიურმა ფაქტორმა შეწყვიტა მნიშვნელოვანი როლის თამაში ევროპულ პოლიტიკაში.

