ნიკოლოზ I (პაპი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ნიკოლოზ I (ლათ. Nicolaus PP. I; დ. 820 – გ. 13 ნოემბერი, 867) – რომის პაპი 858-867 წწ.
დიდგვაროვანი რომაელი. განამტკიცა პაპის ძალაუფლება ეკლესიაზე. ეკლესიიდან განკვეთა ფოტიუსი. მის დროს რომაელმა მისიონერებმა ბულგარეთიდან განდევნეს ბიზანტიელები. არაჩვეულებრივი ღონის გამო მისი ბიოგრაფი „ღმერთის ათლეტს“ უწოდებს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 433, თბ., 1984 წელი.
| წინამორბედი: ბენედიქტე III |
რომის პაპი 858 — 867 |
შემდეგი: ადრიანე II |
