მარტინ V

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტინ V

მარტინ V (ლათ. Martinus PP. V; ერისკაცობაში იდონე კოლონა; დ. 1368 – გ. 20 თებერვალი, 1431) – რომის პაპი 1417-1431 წწ.

იდონე კოლონა 1405 წლიდან კარდინალი. პაპად აირჩია კონსტანცის საეკლესიო კრებამ (1414-1418). მისი არჩევით ბოლო მოეღო კათოლიკური ეკლესიის დიდ განხეთქილებას. მარტინ V-მ თავისი ხელისუფლების ქვეშ კვლავ გააერთიანა პაპის ოლქის მიწები. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა რომის განაშენიანებას; აღადგინა ხიდები, შენობები, ეკლესიები. მფარველობდა ჰუმანისტებს და ხელოვნებაში მოღვაწეებს. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე მისიონერთა მოღვაწეობას აღმოსავლეთში. მას 1425 წელს თბილისელ კათოლიკეთა ეპისკოპოსად დაუნიშნავს დომინიკელთა ორდენის წევრი იოანე სანქტმიქაელელი.

წინამორბედი:
გრიგოლ XII
რომის პაპი

14471455
შემდეგი:
ევგენიუს IV