ალჟირი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ალჟირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალჟირი (მრავალმნიშვნელოვანი).
الجمهورية الجزائرية الديمقراطية الشعبية
ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Kassaman
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ალჟირი
36°42′N 3°13′W
უდიდესი ქალაქი ალჟირი
ოფიც. ენები არაბული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა
  -პრემიერ-მინისტრი აჰმედ ოუიაჰია
ფართობი
 - საერთო
 
2,381,740 კმ²(მე-10)
მოსახლეობა
 - 2009 სავ.
 - 1998 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
34,895,000 
29,100,867
14.6 ად/კმ² (204-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2006მიახლ.
$253.4 მილიარდი (38-ე)

$8,100 (2007) (88-ე)
აგი (2007) Increase2.svg 0.733 (საშუალო) (104-ე)
ვალუტა ალჟირული დინარი (DZD)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
ქვეყნის კოდი DZA
ccTLD .dz
სატელეფონო კოდი +213

ალჟირი (არაბ. الجزائر‎‎), ოფიციალურად ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში. სიდიდით ხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის კონტინენტის პირველი, ხოლო მსოფლიოს – მეათე ქვეყანა.

ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუნისი, აღმოსავლეთით ლიბია, დასავლეთით მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი საჰარა, მავრიტანია და მალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიგერი, ჩრდილოეთით კი – ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი დაახლოებით 2,400,000 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქი – ალჟირი.

ალჟირი არის არაბული ქვეყნების ლიგის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და ოპეკის წევრი ქვეყანა.

სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
  • ეროვნული: الجزائر (al-Jazair), Al Jumhuriyah al Jazairiyah ad Dimuqratiyah ash Shaabiyah; Algerie, Republique Democratique Populaire d'Algerie.
  • ეტიმოლოგია: ალჟირი არის ფრანგული ფორმა არაბული სიტყვისა (ალ-ჯაზაირ) ანუ კუნძულები. სახელწოდება თავდაპირველად ქალაქს ეწოდა, რომელიც 4 კუნძულზე იყო გაშენებული, შემდეგ კი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. სხვა სახელები: Algérie (ფრანგული); Argelia (ესპანური); Tamurt n Ldzayer (ბერბერული).

[რედაქტირება] გეოგრაფია

Ag-map.png

ალჟირი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოსა და ტუნისს შორის მდებარეობს. ფართობი: 2.381.740 კვ.კმ. ტერიტორიის 80% უდაბნოს უჭირავს.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა (Abdelaziz BOUTEFLIKA, 1999 წლიდან). მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი აჰმედ უიაჰი (Ahmed OUYAHI, 2003 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (380+144 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 48 ვილაიეთი (Wilayat).

[რედაქტირება] დემოგრაფია

[რედაქტირება] ეკონომიკა

1950-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლის ექპორტით ზღვით ხდება საფრანგეთსა და იტალიაში.

  • რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, ურანი, ტყვია, თუთია.
  • ექსპორტი : ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ზეთისხილი, ღვინო.
  • ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1.720 $.
  • ვალუტა : ალჟირული დინარი (DZD).

[რედაქტირება] ისტორია

დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან გამოაცხადა 1962 წელს. 1989 წლიდან გამოჩნდა შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი. 1990 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა ფრონტმა - პრეზიდენტი გახდა ბენჯედიდ შადლი. ისლამისტების გააქტიურებას მოჰყვა სამხედროთა მოსვლა ხელისუფლებაში: ქვეყანას მართავდნენ მოჰამედ ბუდიაფი (1992-93), ალი კაფი (1993-94), ლიამ ზერუალი (1994-99). მას შემდეგ სამხედრო ხელისუფლებისა და ისლამისტი რადიკალების დაპირისპირება, რომელიც ხშირად სისხლიან კონფლიქტებში გადადის, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლად იქცა. 2001 წლის ოქტომბერში, ბერბერი ახალგაზრდობის მრავალთვიანი გამოსვლების შემდეგ, ოფიციალურად იქნა აღიარებული ჰერჰერული ენა და ამ ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

  • ალჟირი - ძველი ქალაქი, ანტიკური და ძველი ისტორიის მუზეუმი;
  • ორანი - დიდი მეჩეთი და ციტადელი; ბენი ჰამად ალ-კალა (ნაქალაქარი, მე-11 ს.).
  • მზაბის ველის ფორტიფიკაციები, ჯამილას კომპლექსი, ქასბა (ისლამური ქალაქი); ფინიკიური, რომაული და ბიზანტიური ქალაქების ნანგრევები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Ageron, Charles-Robert (1991). Modern Algeria – A History from 1830 to the Present. Translated from French and edited by Michael Brett. London: C. Hurst & Co. ISBN 978-0-86543-266-6.
  • Aghrout, Ahmed; Bougherira, Redha M. (2004). Algeria in Transition – Reforms and Development Prospects. Routledge. ISBN 978-0-415-34848-5.
  • Bennoune, Mahfoud (1988). The Making of Contemporary Algeria – Colonial Upheavals and Post-Independence Development, 1830–1987. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-30150-3.
  • Frantz Fanon (1966; 2005 paperback). The Wretched of the Earth. Grove Press. ASIN B0007FW4AW, ISBN 978-0-8021-4132-3.
  • Alistair Horne (1977). A Savage War of Peace: Algeria 1954–1962. Viking Adult. ISBN 978-0-670-61964-1, ISBN 978-1-59017-218-6 (2006 reprint)
  • Laouisset, Djamel (2009). A Retrospective Study of the Algerian Iron and Steel Industry. New York City: Nova Publishers. ISBN 978-1-61761-190-2.
  • Roberts, Hugh (2003). The Battlefield – Algeria, 1988–2002. Studies in a Broken Polity. London: Verso Books. ISBN 978-1-85984-684-1.
  • Ruedy, John (1992). Modern Algeria – The Origins and Development of a Nation. Bloomington: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34998-9.
  • Stora, Benjamin (2001). Algeria, 1830–2000 – A Short History. Ithaca, New York: Cornell University Press. ISBN 978-0-8014-3715-1.
  • Sidaoui, Riadh (2009). "Islamic Politics and the Military – Algeria 1962–2008". Religion and Politics – Islam and Muslim Civilisation (via Google Books). Farnham: Ashgate Publishing. ISBN 0-7546-7418-5.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე