პიპინ მოკლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიპინ მოკლე
Pépin the younger.jpg
კაროლინგების მეფე მეფე
მმართ. დასაწყისი: 751
მმართ. დასასრული: 768
წინამორბედი:
მემკვიდრე: კარლომან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 714
გარდ. თარიღი: 24 სექტემბერი, 768
გარდ. ადგილი: სენ-დენი
დინასტია: კაროლინგები

პიპინ მოკლე (ფრანგ. Pépin le Bref; დ. 714 – გ. 24 სექტემბერი, 768, სენ-დენი), ფრანკთა მეფე 751-768 წლებში, კაროლინგების დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მაიორდომი 741-751 წლებში. დაამხო მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი მეფე და რომის პაპის სანქციით თავი მეფედ აარჩევინა. თავისი მამის – კარლოს მარტელის – მიბაძვით სამხედრო სამსახურისათვის არიგებდა ბენეფიციუმებს. დაიმორჩილა აკვიტანია, არაბების წინააღმდეგ ლაშქრობისას დაიპყრო სეპტიმანია. 754 და 756 წლებში ილაშქრა იტალიაში, ლანგობარდებისათვის წართმეული მიწების ნაწილი გადასცა რომის პაპს, რითაც საფუძველი ჩაუყარა პაპის ოლქს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]