ისლანდია
|
|||||
| ჰიმნი: Lofsöngur | |||||
| დედაქალაქი | რეიკიავიკი |
||||
| უდიდესი ქალაქი | რეიკიავიკი | ||||
| ოფიც. ენები | ისლანდიური (დე ფაქტო) | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | ოლაფურ რაგნარ გრიმსონი | ||||
| -პრ.-მინისტრი | იოჰანა სიგურდარდოტირი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
103,000 კმ²(107-ე) 2.7% |
||||
| მოსახლეობა - 2012. 01.01 სავ. - 1980 ცენზი - სიმჭიდროვე |
319,575[d] (175-ე) 229,187 3.1 ად/კმ² (232-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2010მიახლ. $11.818 მილიარდი[1] (132-ე) $36,620[1] (მე-5) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | ისლანდიური კრონი (ISK) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC +0სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | ISL | ||||
| ccTLD | .is | ||||
| სატელეფონო კოდი | +354 |
||||
| d. ^ Statistics Iceland:Key figures. statice.is (1 October 2002). |
|||||
ისლანდია[2] (ისლ: Ísland) - ევროპის, ატლანტის ოკეანეში შუა ატლანტიკურ ქედზე არსებული კუნძულოვანი ქვეყანა.[3] მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 320,000-ს და ფართობი 103000 კმ².[4] დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არის რეიკიავიკი,[5] რომელიც მისი შემოგარენით შეადგენს მოსახლეობის ორ მესამედს. კუნძული წარმოადგენს ვულკანურად და გეოთერმულად აქტიურ რეგიონს.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
ოფიციალური - ისლანდიის რესპუბლიკა. ეროვნული – Island, Lydhveldidh. სახელწოდება ნიშნავს "ყინულოვან ქვეყანას". ასევე აღინიშნება სხვა ენებში. გამონაკლისია ლათინური, სადაც ისლანდიას თულეს უწოდებენ. იგივე ტერმინი გამოიყენება გრენლანდიის მიმართაც.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში. ფართობი - 103.000 კვ.კმ. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უჭირავს 400-800 მეტრი სიმაღლის პლატოს, ცალკეული მასივის სიმაღლე 1000-1500 მეტრს აღწევს. სანაპიროს გასწვრივ დაბლობი ვაკეების ზოლია. კუნძულზე 200-მდე ვულკანი და გეიზერია. ვულკანებიდან ყველაზე ცნობილია: ჰეკლა, ლაკი, ასკია და ისლანდიის უმაღლესი მწვერვალი ჰვანადალსჰნუკური - 2119 მ. რელიეფში შეიმჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები.
[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა
ისლანდიაზე უკანასკნელი გამყინვარების პერიოდიდან, ანუ დაახლოებით 10, 000 წინანდელი პერიოდიდან სულ რამდენიმე სახეობის ცხოველი და მცენარე მოხვდა, ზოგიც ადგილობრივად აღმოცენდა. კუნძულზე სულ 1300 სახეობის მწერია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რადგან მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი სახეობის მწერი ბინადრობს. როდესაც აქ ხალხი დასახლდა, ერთადერთი ადგილობრივი ძუძუმწოვარი არქტიკული მელია იყო, რომელიც გაყინული ზღვის გადმოკვეთით მოხვდა კუნძულზე გამყინვარების ხანის დასასრულს. კუნძულზე არ ბინადრობენ ადგილობრივი რეპტილიები და ამფიბიასებრნი.
[რედაქტირება] ისლანდიური ცხვარი
ფიტოგეოგრაფიულად ისლანდია მიეკუთვნება ცირკუმბრიული რეგიონის არქიტიკულ პროვინციას ბორეის სამეფოს ფარგლებში. მსოფლიო ბუნების ფონდის მონაცემებით, კუნძულის ტერიტორია ბორეული ტყეებისა და ალპური ტუნდრის ეკორეგიონს მიეკუთვნება. ისლანდიის დაახლოებით სამი პროცენტზე მწვანე ნარგავები არ გვხვდება. მცენარეული საფარის დიდი ნაწილი მინდვრების სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც საქონლის საძოვრებად იყენებენ. ისლანდიისთვის ყველაზე ადგილობრივი ხეა ჩრდილოეთის არყი Betula pubescens; არყის ხემ ისლანდიის ტყე მეტწილად "ვერხვთან" (Populus Tremola), "ცირცელთან" (Sorbus Aucuparia) and და "ჩვეულებრივ ღვიასთან" (Juniperus communis) ერთად ჩამოაყალიბა, თუ არ ჩავთვლით მცირე ზომის ხე-ბუჩქებს.
ადამიანთა მუდმივმა დასახლებებმა დაარღვია სუსტი ეკოსისიტემა, ვულკანური ნიადაგები და მრავალფეროვნების ისედაც მწირი სახეობები შეზღუდა. საუკუნეთა მანძილზე ტყეები იჩეხებოდა და სამხერხაოებში იგზავნებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ხე-ტყის გაჩეხვამ ეროზიის გამო ნიადაგის ზედანაწილის დაკარგვა გამოიწვია, ამან კი, თავის მხრივ, არყის ხეების გადაშენებას შეუწყო ხელი. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე არყის ხეღა ხარობს, ისიც, იზოლირებულ ნაკრძალებში. ახალი ტყეების გაშენებამ ხეთა რაოდენობა კი მოამრავლა, მაგრამ პირვანდელი სახის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა. ბოლო წლების განაშენიანებაში ბერვი ახალი ჯიშის ხეც გვხვდება.
ისლანდიის ცხოველთა სამყარო მოიცავს ისლანდიურ ცხვარს, საქონელს, წიწილას, თხას და ძლიერ ისლანდიურ ცხენს, გარდა ამისა, ისლანდიურ მეცხვარესაც. კუნძულის ირგვლივ, ოკეანის წყლებში, თევზის უამრავი სახეობა ბინადრობს, ამდენად, ქვეყნის ეკონომიკისათვის თევზრეწვა წამყვანი დარგია და ნაციონალური ექსპორტის ნახევარს შეადგენს. გარეული ცხოველები მოიცავენ არქტიკულ მელიას, წაულას, თაგვებს, ვირთხებს, კურდღლებსა და ჩრდილოეთის ირმებს. ფრინველები, განსაკუთრებით კი ზღვის ფრინველები ისლანდიის ცხოველთა სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პოპულაციის სიხშირით ქარიშხალები და მეზღვიასებრნი გამოირჩევიან.
[რედაქტირება] სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა - საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ო.რ. გრიმსონი (Olafur Ragnar GRIMSSON, 1996-დან). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (63 წევრი, ალტინგი). იგი შექმნილია 930 წელს და ითვლება უძველეს პარლამენტად მსოფლიოში. ადმინისტრაციული დაყოფა - 23 რეგიონი (sysla) და 14 ქალაქი (kaupstadhur).
[რედაქტირება] დემოგრაფია
მოსახლეობა - 319,756 (2009), მათ შორის 98,3% ისლანდიელები. სახელმწიფო ენა - ისლანდიური. გავრცელებული ენები - სკანდინავიური ენები, გერმანული, ინგლისური. რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული. დედაქალაქი - რეიკიავიკი (118 ათასი). სხვა ქალაქები - კოიპავოგური (26), ჰაბნარფიორდური (21).
[რედაქტირება] ეკონომიკა
რესურსები - თევზი, ჰიდროენერგია, გეოთერმული ენერგია, დიატომიტი. ექსპორტი - თევზის ნაწარმი, ალუმინი, რკინა, დიატომიტი. ეროვნ. შემოსავალი ერთ სულზე - 24.950 $. ვალუტა - ისლანდიური კრონა (ISK).
[რედაქტირება] ისტორია
ისლანდია დასახლდა ნორვეგიელი მიგრანტების მიერ მე-9 საუკუნის ბოლოს. მე-10 საუკუნეში შეიქმნა სახალხო კრება (ალტინგი), რომელიც სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ატარებდა. 1000 წელს ისლანდიამ ქრისტიანობა მიიღო. მე-13 საუკუნეში დაიწყო შიდა ომები კლანებს შორის, რომლებიც დასრულდნენ ისლანდიის ნორვეგიის სამეფოს დაქვემდებარებაში შესვლით 1262 წელს. 1380 წლიდან დანიის სამფლობელო იყო. დამოუკიდებელი გახდა 1944 წელს. 1976 წელს ბრიტანეთთან დავის შემდეგ გამოაცხადა 200 მილიანი თევზსაჭერი ზონა. 1985 წელს ისლანდია უბირთვო ზონად გამოცხადდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ისლანდიურ კულტურას მრავალსაუკუნოვან სკანდინავიურ წიაღში აქვს ფესვები გადგმული. ყველაზე ცნობილ ისლანდიურ კლასიკურ ნაწარმოებებად საგები ანუ პროზაული ეპოსები მიიჩნევა, რომლებიც კუნძულის დასახლების დროინდელია. ბიბლიის მშვენიერი თარგმანი ისლანდიურ ენაზე 14-ე საუკუნეში გამოქვეყნდა. უკანასკნელი ხანების ალბათ ყველაზე ცნობილ მწერლად შეგვიძლია ჰალდორ კილიან ლაქსნესი მივიჩნიოთ, რომელმაც 1955 წელს ნობელის პრემია მიიღო.
[რედაქტირება] მედია
ისლანდიაში ყოველწლიურად დაახლოებით 400 წიგნი და ჟურნალი გამოიცემა. პირველი გაზეთი 1848 წელს გამოიცა. ქვეყანაში დღესდღეობით 35 სახეობის გაზეთი გამოდის, რომელთა უმეტესობა ყოველკვირეულია. ხუთი ყოველდღიური გაზეთიდან უმეტესი ტირაჟი თავისუფლების პარტიის ბეჭდვით ორგანოს - "მორგუნბლადიდს" აქვს. დიდი პოპულარობით სარგებლობს "DV" და "ულპუდიბლადეტი". ისლანდიაში კარგა ხანს მხოლოდ ერთი რადიოსადგური იყო (რეიკიავიკში) სამი რეტრანსლატორით. ამჟამად "AM" ფორმატის სამი სადგური არსებობს, 70 - "FM" ფორმატისა და ერთიც მოკლეტალღოვანი. რადიომიმღები (სტატისტიკის თანახმად) ყოველ სახლშია (260 000). ტელემაუწყებლობა ისლანდიაში 1966 წელს დაიწყო. არსებობს 14 ტელეარხი (156 რეტრანსლატორის ჩათვლით), ასევე სატელევიზიო სადგური ამერიკულ ბაზა კებლავიკზე. ისლანდიის ინტერნეტდომენი არის - ის. დღეისათვის ქვეყანაში 20-მდე ინტერნეტპროვაიდერი, 263 980 ჰოსტი და ინტერნეტქსელის 200300 აქტიური მომხმარებელია.
[რედაქტირება] ისლანდიური სამზარეულო
ისლანდიის სამზარეულო მეტად განსაკუთრებულია და ძირითადად, თევზსა და ცხვრის ხორცს ემყარება. ადგილობრივ დელიკატესებს ტორამატური- þorramatur» ჰქვია . უამრავი სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ გეოთერმულ სათბურებში. ყველაზე უბრალო კერძია გრაფლაქსი- graflax» (ჩადებული ორაგული კამით). ერთ-ერთი მთავარი ეროვნული კერძი კი ჰაუკარლია- hákarl (ზვიგენის გამომშრალი ხორცი). დაჭერილ ზვიგენს ნახევარი წლით ქვიშაში ფლავენ, რათა გახრწნის გარკვეულ დონეს მიაღწიონ. ამის შემდგომ ამოთხრიან, კიდევ გარკვეული პერიოდი თოკებზე კიდებენ, მერე კი, მზა სახით, არაყთან ერთად მიირთმევენ. ისლანდიაში მსოფლიოში ყველაზე თხელ პურს აცხობენ, რომელსაც ლჲოივაბრიოზს - laufabrauð უწოდებენ, აქვე მზადდება ”ვულკანური პურიც”. ისლანდიაში ძირითადად ყავას სვამენ. ყავახანებში მხოლოდ პირველი ფინჯნის ფულს იხდიან, ყველაფერ დანარჩენს კი უფასოდ იღებენ. ლუდი, ღვინო და სხვა სხეობის სპირტიანი სასმელები შედარებით ძვირია: მაგალითად, ლუდის მოზრდილი კათხა 8$ ღირს, პატარა 5$. 1989 წლამდე ისლანდიაში მთელი 75 წლის განმავლობაში ლუდის სმა საერთოდ აკრძალული იყო. ისლანდიური არაყი ბრენივინი კარტოფილისგან მზადდება და ტმინით არის არომატმიცემული. ქვეყანაში ბევრია რესტორნები, სადაც ეროვნულ კერძებთან ერთად, ევროპულ საკვებსაც მიირთმევს მსურველი. რესტორნებში სადილის საშუალო ფასი 20-50 დოლარია. ოფიციანტისთვის ”ფეხის ქირის” მიცემა არ არის რეკომენდებული.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
გეიზერების ცნობილი ველი, ეროვნული მუზეუმი, XVIII ს-ის ტაძრები რეიკიავიკსა და ჰოულარში.
[რედაქტირება] საინტერესო ფაქტები
- რეიკიავიკი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილო დედაქალაქია
- ისლანდიის პარლამენტი ალთინგი მსოფლიოში ყველაზე ძველი პარლამენტია.
- ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია
- ისლანდიელებში ქერათმიანთა პროცენტული რაოდენობა უმაღლესია მსოფლიოში, 92%, აქედან 80% ღია ქერაა.
- ხანდახან ისლანდიას გრენლანდიიდან აისბერგებით მოგზაური თეთრი დათვებიც სტუმრობენ ხოლმე. 2008 წლის მაისში ორი კვირის ინტერვალით ორი დათვი გადმოვიდა კუნძულთან მოახლოებული აისბერგიდან.
- ვატნაიჲოკიუდლი — მყინვარი ისლანდიაში, ყველაზე დიდი მყინვარია ევროპაში.
- ისლანდიის ტერიტორიის 10%-ზე მეტი მყინვარებით არის დაფარული. (12 ათ. კმ²).
- პოპულარული კერძი ისლანდიაში ჰაკარლია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ზვიგენის გამომშრალი ხორცია.
- ვულკანი ჰეკლა ევროპაში უდიდესი ვულკანია.
- ჩანჩქერი დეტიფოსი ევროპაში ყველაზე დიდია — მისი სიმაღლე 40 მ, სიგანე 100 მ.
- ისლანდიის უგრძესი მდინარეა ტჲოურსაუ — 237 კმ.
- ისლანდიელებს არ გააჩნიათ გვარი. მათ მხოლოდ დაბადებისას მინიჭებული საკუთარი სახელი აქვთ და მამის (ხანდახან დედის) სახელი ემატებათ. მაგალითად ისლანდიელი მომღერალი ბიორკი გუდმუნდსდოტირია ანუ გუდმონდის-ასული, ქვეყნის პრეზიდენტი სულავიურ რაგნარი კი გრიმსონი ანუ გრიმის-ძეა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ისლანდიის ისტორია — საიტი ისლანდიის შესახებ ქვეყნის ისტორიის დეტალური აღწერით
- ჯადოსნური ისლანდია — საიტი ისლანდიაზე, მის კულტურასა და ისტორიაზე
- საიტი ეთმობა ისლანდიის კულტურას
- ძველისლანდიური მცირე ლექსიკონი
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Iceland. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.
- ↑ Hvert er formlegt heiti landsins okkar? (Icelandic). Vísindavefurinn. წაკითხვის თარიღი: 21 February 2010.
- ↑ CIA – The World Fact book – Iceland. Government. United States Government (20 July 2006). წაკითხვის თარიღი: 6 August 2006.
- ↑ Statistics Iceland. Government. The National Statistical Institute of Iceland (14 September 2008). წაკითხვის თარიღი: 14 September 2008.
- ↑ Don Young (2 September 2009). Reykjavik Iceland & it's Surroundings. Hunter Publishing, Inc, გვ. 30. ISBN 9781588437983. წაკითხვის თარიღი: 20 May 2011.
|
|||||||||||