გრიგოლ XI
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გრიგოლი XI (ლათ. Gregorius PP. XI; ერისკაცობაში პიერ როჟე დე ბოფორი; დ. ? – გ. 27 მარტი, 1378) – ფრანგი რომის პაპი 1370-1378 წწ. პაპობა მოუწია ავინიონის ტყვეობის პერიოდში (1309-1377). ეკატერინე სიენელის ზეგავლენით ავინიონიდან პაპის ტახტი ისევ რომში დააბრუნა, რითაც დასრულდა 70-წლიანი ავინიონის ტყვეობა.
გრიგოლი XI იყო კლემენტ VI-ის ძმისშვილი. სწავლობდა ანჟერის უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლობდა სამართალს პერუჯაში.
მას ჰყავდა 5 და, 5 ძმა და ასევე 3 ნახევარძმა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
| წინამორბედი: ურბან V |
რომის პაპი 1370 — 1378 |
შემდეგი: ურბან VI |
სტატიის 