ვესტგუთების სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვესტგუთების სამეფო

 

418–720
 

 

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ვესტგუთების სამეფო, V–VII საუკუნეები
დედაქალაქი ტულუზა
ნარბონა
ბარსელონა
ტოლედო
ენები ლათინური ენა
გუთური ენა
რელიგია ქრისტიანობა (არიანელობა, ნიკეის მრწამსი, რომაული კათოლიციზმი
იუდაიზმი
მთავრობა მონარქია
ისტორია
 -  რომის დარბევა 410
 -  შეიქმნა 418
 -  გაუქმდა 720

ვესტგუთების სამეფო — სამეფო, რომელსაც ეკავა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და პირენეს ნახევარკუნძული V საუკუნიდან VIII საუკუნემდე (418720 წლები). ვესტგუთები ძველი გერმანული მოდგმის ტომი გახლდათ, რომელმაც სამშობლო სხვადასხვა მიზეზის გამო მიატოვა და, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიიდან დაძრული, 378 წლისთვის, დუნაის გადალახვის შემდეგ, აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე დასახლდა. რომაელებს მათი ეშინოდათ და ისინი დამარცხდნენ კიდეც ვესტგუთებთან ბრძოლაში. 410 წელს რომი ვესტგუთებმა აიღეს მეფე ალარიკის (370-410) მეთაურობით. იგი თავდაპირველად შეიქმნა მეფის ქვეშევრდომი ვესტგუთების დასახლებით, რომლებმაც დაიკავეს აკვიტანია და აიძულეს რომაელები, ეცნოთ მათი ძალაუფლება ამ მხარეში, შემდეგ კი გააგრძელეს დაპყრობები მთელ პირენეს ნახევარკუნძულზე. სამეფომ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ რომის/ბიზანტიის იმპერიისგან, რომლის მცდელობები რომის ხელისუფლების დაბრუნებისა პირენეს ნახევარკუნძულზე, მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებული და ხანმოკლე აღმოჩნდა. თითქმის სამასი წლის განმავლობაში ვესტგუთთა სამეფო პირენეს ნახევარკუნძულს და გალიის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლს მართავდა. მდგომარეობა VI საუკუნის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც აღმოსავლეთ რომის იმპერიამ/ბიზანტიამ ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი დაიკავა, თუმცა მისი ოკუპაცია დიდხანს არ გაგრძელებულა. მალევე დაიწყო მუსლიმთა დაპყრობა, რამაც ვესტგუთთა სამეფოს მარცხი გამოიწვია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტგუთების დასახლება და პირენეს ნახევარკუნძული, 418

ფედერატი სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტგუთები იყვნენ ძველი გერმანელი ცენტრალური ევროპელები, რომლებიც დუნაის ველიდან დასავლეთით მდებარეობდნენ. [1] მათ საკუთარი საცხოვრებელი მიწები გამო მიატოვეს და 378 წლისთვის დუნაის გადალახვის შემდეგ აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე დასახლდნენ. 407 წელს გერმანელმა ვანდალებმა, ირანელმა ალანებმა და გერმანელმა სვევებმა გადაკვეთეს გაყინული რაინი და საფრანგეთის გავლით პირენეს ნახევარკუნძულს მიადგნენ. თავის მხრივ, ვესტგუთები 410 წელს შეიჭრნენ რომში და ტყვედ აიყვანეს რომის იმპერატორის და - გალა პლაციდია. ათაულფის (ვესტგუთების მეფე) კარგი დიპლომატიის წყალობით იგი დაქორწინდა გალა პლაციდიაზე და იმპერატორმა ჰონორიუსმა მიიღო ვესტგუთების დახმარება. 418 წელს ვესტგუთი გამოცხადდა ფედერატად მეფე ვალიას მმართველობის ქვეშ და გადაეცათ მათ გალიის აკვიტანია. რომაელებს იმედი ჰქონდათ, რომ ვესტგუთებს სხვა ტომების განსადევნად ან დასამორჩილებლად გამოიყენებდნენ, სურდათ რომაული წესრიგის აღდგენა ვანდალების, ალანებისა და სვებების ლაშქრების წინააღმდეგ. მათ მართლაც აიძულეს ვანდალები და ალანები ჩრდილოეთ აფრიკაში გადასულიყვნენ და თავად დაიწყეს იქ დამკვიდრება. ძლიერ დასუსტებული დასავლეთ რომის იმპერია ვესტგუთებს ვერანაირ წინააღმდეგობას უწევდა. ვესტგუთები თავად გახდნენ რომის მოკავშირეები გალიაში ჰუნების შემოჭრის დროს 451 წელს. რომაელებმა შეაჩერეს ატილას შემოტევა, მაგრამ ეს გამარჯვება მათ მოკავშირეებს მეფის, თეოდორიკის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

ტულუზის სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

466 წელს ეურიკმა, თეოდორიკ I-ის უმცროსმა ვაჟმა მიიღო სამეფო ტახტი. ის ცნობილი იყო მისი უფროსი ძმის თეოდორიკ II-ის მკვლელობით, რომელმაც ასევე მოკლა მისი უფროსი ძმა თორისმუნდი. მეფე ეურიკის მმართველობით, რომელმაც ფედერატის სტატუსი გააუქმა, ვესტგუთების ტრიუმფალური წინსვლა დაიწყო. 469 წელს დეოლსში გალო-რომაულ და ბრეტონულ არმიების გამარჯვების შემდეგ, [2] იმდროინდელი ვესტგუთების სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა ტულუზი. სწორედ, ამიტომ მას ტულუზის სამეფოს სახელითაც მოიხსენიებენ. დასავლეთ რომის იმპერატორმა ანთიმოზმა ალპებში ახალი არმია გაგზავნა ეურიკის წინააღმდეგ, რომელიც ალყაში მოაქციეს არლისთან. შეიარაღებული რომაული არმია არლის მახლობლად გამართულ ბრძოლაში დამარცხდა და ეურიკმა დაიპყრო არლი და სამხრეთ გალიის დიდი ნაწილი. ტულუზის სამეფომ, რომლის დედაქალაქიც იყო ტულუზი, დაკარგა თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი გალიაში, ფრანკებამდე, VI საუკუნის დასაწყისში, შეინარჩუნა სეპტიმიანიის ვიწრო სანაპირო ზოლი. VI და VII საუკუნეების სამეფოს ზოგჯერ უწოდებენ regnum Toletanum ახალი დედაქალაქის ტოლედოს შემდეგ. 476 წელს დაარსდა დასავლეთ რომის იმპერია; ამრიგად, ვესტგუთებს მიაჩნდათ, რომ მათ ჰქონდათ უფლება მიეღოთ ის ტერიტორიები, რომლებსაც რომი დაჰპირდათ პირენეს ნახევარკუნძულზე რომაული წესრიგის აღდგენის სანაცვლოდ. [3] 508 წლისათვის ვესტგუთებმა დაკარგეს დედაქალაქიც და სხვა ტერიტორიებიც.

ესპანეთის არიული სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკაზე ნაჩვენებია მეფე ლეოვიგილდის დაპყრობები, 586

ალარიკის II-ის სიკვდილის შემდეგ მისი ლეგიტიმური მემკვიდრე იყო მისი ვაჟი გესალეკი, რომელმაც აიღო ძალაუფლება თეოდორიკ დიდის რეგენტობის ქვეშ, რომელმაც დაიპყრო ბარსელონა. ამ დროისათვის უკვე ვესტგუთები თითქმის მთელ ესპანეთს აკონტროლებდნენ. 549 წელს ვესტგუთ ათანაგილდის მიერ დაწყებულმა სამოქალაქო ომმა შედეგი გამოიღო, მან უზურპაცია მოახდინა სამეფოში და ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის მოსაკლავად ჯარისკაცები გააგზავნა. ათანგილდმა გაიმარჯვა ამ ომში, მაგრამ ბიზანტიელებმა აიღეს კართაგენი და პირენეს ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი და მათი განდევნა შეუძლებელი გახდა. 570-იანი წლებიდან ათანგილდის ძმამ, ლიუვიგილდმა ამ დანაკარგის ანაზღაურება სვევების სამეფოს (უახლოეს თანამედროვე გალისიასა და პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში) დაპყრობით და მისი ანექსიით სცადა და განმეორებით გაილაშქრა ბასკების წინააღმდეგ. 585 წელს მეფე ლიუვიგილდმა გააერთიანა პირენეს ნახევარკუნძული და მეგობრობას დაუდო სათავე სამეფო ქორწინებებით. ლიუვიგილდმა ასევე დააარსა ახალი ქალაქები.

კათოლიკური ტოლედოს სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტგუთების ესპანეთი და მისი რეგიონული დაყოფა, 700 წ., მუსლიმთა დაპყრობამდე

ამ დროისთვის არსებითად გაქრა ეთნიკური განსხვავება ესპანელ-რომაელ მოსახლეობასა და ვესტგუთებს შორის (გოთურმა ენამ დაკარგა თავისი ბოლო და ალბათ უკვე დაკნინებული ფუნქცია, როგორც საეკლესიო ენისა, როდესაც 589 წელს ვესტგუთები გადავიდნენ კათოლიციზმზე). [4] ამ ახლებურმა ერთიანობამ უცხოელთა მიმართ მკაცრი ზომების გატარება გამოიწვია, განსაკუთრებით იუდეველთა მიმართ, რამაც უფრო და უფრო მძიმე დევნის სახე მიიღო. ვესტგუთების კოდექსმა (დასრულდა 654 წელს) გააუქმა რომაელთა და ვესტგუთების განსხვავებული კანონების არსებობის ძველი ტრადიცია. VII საუკუნეში განხორციელდა მრავალი სამოქალაქო ომი არისტოკრატიის შიდა ჯგუფებს შორის. მიუხედავად იმდროინდელი ეპისკოპოსების, როგორიცაა ისიდორე და სევილიის ლეანდერი, კარგი ჩანაწერებისა, გოთების ესპანელ-რომაელებისგან განსხვავება უფრო რთული ხდება, რადგან ეს ორი ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებული გახდა. მიუხედავად ამ სამოქალაქო ომებისა, 625 წლისთვის ვესტგუთებმა წარმატებას მიაღწიეს და ბიზანტიელები განდევნეს ესპანეთიდან და შექმნეს დასაყრდენი აფრიკის სეუტას პორტში. ვესტგუთები და მათი ადრინდელი მეფეები არიანელები იყვნენ და კონფლიქტში მოვიდნენ კათოლიკურ ეკლესიასთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ქრისტიანობაზე დაბრუნდნენ, ეკლესია უზარმაზარ გავლენას ახდენდა საერო საქმეებზე ტოლედოს საბჭოების საშუალებით. ვესტგუთებმა ასევე შეიმუშავეს უაღრესად გავლენიანი სამართლის კოდექსი, რომელიც ცნობილია დასავლეთ ევროპაში, როგორც ვესტგოთური კოდექსი (Liber Iudiciorum), რომელიც ესპანეთის სამართლის საფუძველი გახდა შუა საუკუნეებში.

მუსლიმთა დაპყრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტგუთთა სამეფოს წარმოადგენდნენ ბარბაროსი წარჩინებულები და მათი ოჯახები, რომელთა საერთო რაოდენობაც იბერიის მოსახლეობის 5 %-ს არ აღემატებოდა და შესაძლოა, რომ საერთოდ 2 %-იც კი იყო. ისინი წარმოადგენდნენ მმართველ ელიტას. სამეფოს ხელისუფლებამ დატოვა ადგილობრივი ადმინისტრაცია და გარკვეული ხნის მანძილზე საქმეები საკმაოდ კარგადაც მიდიოდა. ვესტგუთთა უმრავლესობა არიანელი ქრისტიანი იყო, თუმცა საბოლოოდ რომაულ კათოლიციზმზე მოექცა. მოქცევის შემდეგ, ეკლესიამ უზარმაზარი გავლენა მოიპოვა ვესტგოთურ პოლიტიკაზე. VII საუკუნის ბოლოსთვის სამეფო გარშემორტყმული იყო როგორც საგარეო, ისე საშინაო საფრთხეებით. დიდებულთა შორის მიმდინარე დაპირისპირებებმა შედეგად მკვლელობების, გადატრიალებებისა და სხვა სიძნელეების სერია მოიტანა. 710 წელს, დიდგვაროვანმა როდერიკმა სასახლის გადატრიალება მოაწყო, რა დროსაც თანამდებობიდან გადააყენა და შემდეგ მოკლა კანონიერი მეფე ვიტიცა.

მიუხედავად წარმატებული გადატრიალებისა, როდერიკის მმართველობა ნახევარკუნძულის მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მოიცავდა (ლუზიტანიისა და კართაგინენსისის პროვინციებს, რომლის შემადგენლობაშიც იყო დედაქალაქი ტოლედო), ხოლო ახილასი, უკანასკნელი მეფის ვიტიცას ვაჟი, სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებდა (ტარაკონესსა და სეპტიმანიას). ქვეყნის დანარჩენი ნაწილი ადგილობრივი ჰერცოგების ხელში იყო. 712 წლის გაზაფხულზე, მეფე როდერიკმა ვესტგოთური არმიის დიდ ნაწილზე მოიპოვა კონტროლი (როგორც საკუთარ და ერთგულ დიდებულთა ამალაზე) და წამოიწყო კამპანია აჯანყებული ბასკების დასამორჩილებლად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ამავე დროს, გრძელდებოდა მუსლიმთა წინსვლა ჩრდილოეთ აფრიკაში. 710 წლისთვის ხმელთაშუა ზღვის აფრიკული სანაპირო ზოლი თითქმის სრულად კონტროლდებოდა მათ მიერ. 710 წელს ვესტგუთების ერთ-ერთმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ და ტოლედოს არქიეპისკოპოსმა დახმარება სთხოვეს ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრებ არაბებსა და ბერბერებს, რომლებსაც შემდეგ მავრებს უწოდებდნენ. მავრიტანიული კორპუსის ხელმძღვანელი ტარიკ იბნ ზიადი 711 წელს გადავიდა ესპანეთში, დაამარცხა ვესტგუთების მეფე როდერიკი, ტყვედ ჩაიგდო იგი და სიკვდილით დასაჯა, მისი სახელმწიფო კი მთლიანად დაიმორჩილა 718 წელს.

კულტურული და კლასიკური მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკოპოლისის ბაზილიკის ნარჩენები, ესპანეთი

ვესტგუთური მმართველობა ხშირად მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ბნელი პერიოდის ნაწილს, კულტურული და მეცნიერული დაშლის დროს, რომელიც უკუაგდო მუსლიმურმა ანდალუსიამ. მათი არსებობის განმავლობაში ვესტგუთები, სავარაუდოდ , დარჩნენ „ტყის კაცებად, რომლებიც არასოდეს მიდიოდნენ იქიდან შორს“, როგორც ამას თომას ფ. გლიქი ამბობს.

მეფის გვირგვინი, გუარაზარის საგანძურის ნაწილი, ესპანეთი

თუმცა, ფაქტია, რომ ვესტგუთებმა კარგად შემოინახეს კლასიკური კულტურა. კარგი მაგალითია, ანდალუსიური აბაზანები, რომელიც ხშირად მუსლიმურ მიგნებად ითვლება, თუმცა პირდაპირი გაგრძელება რომაულ-ვესტგუთური ტრადიციისა. [5] გათხრები ადასტურებენ, რომ რეკოპოლისი და ტოლედო, ვესტგუთის დედაქალაქი, დიდ გავლენას ახდენდნენ თანამედროვე ბიზანტიურ არქიტექტურაზე. [6]როდესაც მუსლიმებმა გაძარცვეს ესპანეთი მათი დაპყრობის დროს, ისინი გაოცდნენ შესანიშნავი და მრავალრიცხოვანი ვესტგუთური საგანძურით. [7] ამ საგანძურიდან რამდენიმე შეინარჩუნებულ იქნა, რადგან ისინი შემოჭრის დროს დამარხეს - მაგ., გუარაზარის საგანძურიდან ამოღებული გვირგვინები. [8]

მაშინ როდესაც მხოლოდ უფროს ბერებს ჰქონდათ უფლება წაეკითხათ არაქრისტიანული ან ერეტიკოს ავტორთა წიგნები [9], ეს ხელს არ უშლიდა ისეთი ინტელექტალების აღზევებას, როგორიცაა, განსაკუთრებით ცნობილი: სევილიის ისიდორე, შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი მეცნიერი. მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ეპოქის ენციკლოპედია, რომელიც ცნობილი იყო და ითარგმნებოდა მთელ შუასაუკუნეების ევროპაში; ტოლედოს ევგენი I, მათემატიკისა და ასტრონომიის ექსპერტი; ან ორლეანელი თეოდულფი, ღვთისმეტყველი და პოეტი, რომელიც მას შემდეგ, რაც ის გაიქცა ფრანკთა სამეფოში, მონაწილეობდა კეროლინგის რენესანსში. [10] მუსლიმური წყაროები ამბობენ, რომ ვესტგუთელები იყვნენ უაღრესად განათლებული დიდგვაროვნები, რომელთა საუკეთესო მაგალითი იყო მეფე სისებუტი, რომელიც იყო სწავლის მფარველი, პოეტი და ერთ-ერთი ასტრონომი.

მეფეთა ჩამონათვალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს მეფეები და ლიდერები - ფრიტიგერნის და სავარაუდოდ, ალავივუსის გამოკლებით - იყვნენ წარმართები

ბალტის დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტის დინასტიის მეფეები იყვნენ არიანელები (მისდევდნენ არიუსის თეოლოგიურ სწავლებას). ისინი სამეფო გვირგვინს მემკვიდრეობით იღებდნენ მამისგან ან უახლოესი ნათესავისგან.

მეფეები ბალტის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალტიის დაცემით ვესტგუთების მონარქიამ მთლიანად არჩევითი ხასიათი მიიღო, მაგრამ მონარქია დარჩა. ამ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ვაჟმა მიაღწია თავის მამის ტახტზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bachrach, Bernard S. „A Reassessment of Visigothic Jewish Policy, 589–711.“ American Historical Review 78, no. 1 (1973): 11–34.
  • Collins, Roger. The Arab Conquest of Spain, 710–797. Oxford: Blackwell Publishers, 1989. Reprinted 1998.
  • Collins, Roger. Law, Culture, and Regionalism in Early Medieval Spain. Great Yarmouth: Variorum, 1992. ISBN 0-86078-308-1.
  • Collins, Roger. Visigothic Spain, 409–711. Oxford: Blackwell Publishing, 2004. ISBN 0-631-18185-7.
  • Drayson, Elizabeth (2007). The King and the Whore. King Roderick and La Cava. Palgrave Macmillan. ISBN 9781403974365. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kurlansky, Mark (2011) The Basque History Of The World. Random House, გვ. 35. ISBN 9781448113224. 
  2. Charles-Edwards, T. M. (2013) Wales and the Britons, 350–1064. Oxford University Press, გვ. 59. ISBN 9780198217312. 
  3. Orlandis, José (2003) Historia del reino visigodo español : los acontecimientos, las instituciones, la sociedad, los protagonistas, 2nd, Madrid: Rialp. ISBN 8432134694. 
  4. Strategies of Distinction: Construction of Ethnic Communities, 300–800 (Transformation of the Roman World) by Walter Pohl, ISBN 90-04-10846-7 (pp. 119–121: dress and funerary customs cease to be distinguishing features in AD 570/580)
  5. Fernández-Morera 2016, p. 238.
  6. Fernández-Morera 2016, pp. 68–70.
  7. Fernández-Morera 2016, pp. 60–64.
  8. Fernández-Morera 2016, p. 41, note 94.
  9. Kampers 2008, p. 321.
  10. Fernández-Morera 2016, pp. 68–69.