ანდორა
|
|||||
| ჰიმნი: El Gran Carlemany, Mon pare | |||||
| დევიზი: Virtus Unita Fortior | |||||
| დედაქალაქი | ანდორა-ლა-ველა |
||||
| უდიდესი ქალაქი | ანდორა-ლა-ველა | ||||
| ოფიც. ენები | კატალანური[1] | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო დემოკრატია | ||||
| -თავადი | ფრანსუა ოლანდი | ||||
| -თავადი | ჟოან ენრიკ ვივეს სისილია | ||||
| -მთავრობის თავმჯდომარე | ალბერ პინტა | ||||
| -პრემიერ-მინისტრი | ჟაუმე ბარტუმეუ | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
468 კმ²(193-ე) 0.26[2][3]% |
||||
| მოსახლეობა - 2009 სავ. - 2006 ცენზი - სიმჭიდროვე |
78,115[4] (194-ე) 69,150 179.8 ად./კმ² (71-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2008მიახლ. $4.22 მილიარდი (155-ე) $44,900 (9) |
||||
| აგი () | |||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
||||
| დროის სარტყელი | CET (UTC +1სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | CET (UTC +2სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | AND | ||||
| ccTLD | .ad | ||||
| სატელეფონო კოდი | +376 |
||||
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
ოფიციალური - ანდორის სამთავრო. ეროვნული – Andorra, Principat d'Andorra (კატალონიურად); Andorra, Principado de Andorra (ესპანურად); Andorre, Principaute d'Andorre (ფრანგულად). ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando - „ზემო“ და ore - „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an - „ქროლა“ და dor - „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი - 450 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (Nicolas Sarkozy, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).
[რედაქტირება] დემოგრაფია
მოსახლეობა - 71.8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები - 43%, ანდორელები - 33%, ფრანგები - 7%. სახელმწიფო ენა - კატალანური. გავრცელებული ენები - ესპანური და ფრანგული. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ანდორა ლა ველა (16 ათასი).
[რედაქტირება] ეკონომიკა
თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები - ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა - ევრო (EUR).
[რედაქტირება] ისტორია
დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს - შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - «ველების სახლი».
[რედაქტირება] ცნობილი ანდორელები
ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).
[რედაქტირება] სქოლიო
- Govern d'Andorra (in Catalan)
- Chief of State and Cabinet Members
- Portals to the World
- A New Path for Andorra
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Constitution of Andorra (Article 2.1)
- ↑ Girard P & Gomez P (2009), Lacs des Pyrénées: Andorre. (ფრანგული)
- ↑ Andorra en xifres 2007: Situació geogràfica, Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.
- ↑ Dades de població any 2009: 1- Població per parròquies al 31 de desembre del 2011, Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.
- ↑ Human Development Report 2010. United Nations (2010). წაკითხვის თარიღი: 5 November 2010.
|
|||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის