მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი

ახლო აღმოსავლეთი 1140 წელს
თარიღი 1147-1149
მდებარეობა იბერიის ნახევარკუნძლი, ახლო აღმოსავლეთი
შედეგი წმინდა მიწაზე ჯვაროსნების მარცხი; სამშვიდობო ხელშეკრულება ბიზანტიის იმპერიასა და სელჩუკებს შორის
მხარეები
ჯვაროსნები: მუსულმანები:
მეთაურები
ლუი VII

კონრად III
როჯერ II
რაიმონდ დე პუატიე
ბალდუინ III

იმად ად-დინ ზანგი
ძალები
უცნობია უცნობია
დანაკარგები
უცნობია უცნობია
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა ვიკისაწყობში

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1147–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი საგრაფო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ,საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის იმპერატორი კონრად III, რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I კომნენოსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1144 წელს სირიელმა და თურქმა დამპყრობლებმა გაათავისუფლეს ალეპო და შეიჭრნენ ედესის საგრაფოში. მცირე ხნის ალყის შემდეგ, 1144 წლის 24 დეკემბერს ქალაქი ედესა დაეცა. ამას მოჰყვა მთელი ედესის საგრაფოს ოკუპაცია მუსლიმთა მიერ.

ამით ჯვაროსანთა სამეფოებს, ჩრდოლო-აღმოსავლეთით მოეშალათ უმნიშვნელოვანესი დამცავი პლაცტარმი. გარდა ამისა ედესა მდებარეობდა სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ ადგილას სადაც თურქი, არაბი და ევროპელი ვაჭრები ერთად იყრიდნენ თავს. გახშირდა მუსლიმთა თარეში ანტიოქიისა და ტრიპოლის საგრაფოებშიც. საჭირო გახდა მოწყობილიყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა.

რომის პაპმა ევგენი III-მ ევროპის მონარქებს მოუწოდა მოეწყოთ ლაშქრობა და გადაერჩინათ ჯვაროსანთა სამფლობელოები აღმოსავლეთში. პაპის მოწოდებას გამოეხმაურა ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მონარქები, საფრანგეთიდან ლუი VII და გერმანიიდან შტაუფენთა დინასტიის ფუძემდებელი კონრად III.

გერმანული არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იყო. ფრანგთა არმია კი არ იყო მობილიზირებული, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი. ფრანგული ძალების დიდი რაოდენობა გლეხებს წარმოადგენდა.

ჯვაროსანთა ძალები 1146 წელს დაიძრნენ. გერმანული არმია მეციდან გაემართა მცირე აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბიზანტია და გადავიდნენ მცირე აზიაში. გერმანული ძალები ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევდა წინ. ყველგან დათარეშობდნენ თურქული რაზმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ გერმანელთა რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში (დღეისთვის ანტალია) და ზღვით გაემართნენ ანტიოქიაში.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონი მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ

რაც შეეხებათ ფრანგებს ისინი ზღვის გავლით ჩავიდნენ, იერუსალიმის სამეფოს საპორტო ქალაქ აკრაში. ფრანგმა რაინდებმა სულ მალე გლეხები ბედის ანაბარა მიატოვეს. გლეხების დიდი რაოდენობა თურქებმა ამოხოცეს, ნაწილმა კი მუსულმანობა მიიღო და გადავიდა თურქთა მხარეს.

კონრადმა და ლუიმ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აეღოთ დამასკო. ლაშქრობა დამასკოსკენ 1148 წლის ივლისში დაიწყო. ჯვაროსნებს სულ 50 000 კაცი ჰყავდათ, თურქებს კი ბევრად მცირე. შეტევა და ალყა დამასკოზე 1148 წლის 23 ივლისს დაიწყო. ქალაქი კარგად იყო დაცული. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქზე იერიში, თუმცა 27 ივლისს ჯვაროსნებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და აკრისკენ გაემართნენ. ალყის მოხსნის მთავარი მიზეზი უსახსრობა იყო. ჯვაროსნებს არც საკმარისი საჭმელი და არც წყალი აღმოაჩნდათ.

შემოდგომაზე შეტევა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ასკალონზე დაიგეგმა, თუმცა უკვე გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.

ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Osbernus. De expugniatione Lyxbonensi. The Conquest of Lisbon. Edited and translated by Charles Wendell David. Columbia University Press, 1936.
  • Odo of Deuil. De profectione Ludovici VII in orientem. Edited and translated by Virginia Gingerick Berry. Columbia University Press, 1948.
  • Otto of Freising. Gesta Friderici I Imperatoris. The Deeds of Frederick Barbarossa. Edited and translated by Charles Christopher Mierow. Columbia University Press, 1953.
  • The Damascus Chronicle of the Crusaders, extracted and translated from the Chronicle of Ibn al-Qalanisi. Edited and translated by H. A. R. Gibb. London, 1932.
  • O City of Byzantium, Annals of Niketas Choniatēs, trans. Harry J. Magoulias. Wayne State University Press, 1984.
  • John Cinnamus, Deeds of John and Manuel Comnenus, trans. Charles M. Brand. Columbia University Press, 1976.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.