კალვინიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროტესტანტიზმი
95Thesen.jpg
რეფორმაცია
ისტორია

წინა-რეფორმაციული მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები


რეფორმაციის მოძრაობები

ანაბაპტიზმი • ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • კონტრ-რეფორმაცია • ლუთერანობა • პოლონური დასი • რემონსტრანტები • ცვინგლიანობა • ჰუგენოტები


პოსტ-რეფორმაციული მოძრაობები

ბაპტიზმი • კონგრეციონალისტები • პიეტიზმი • პურიტანები • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები


პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი •

XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


კალვინიზმი — პროტესტანტული რელიგიური მოძღვრება, რომელიც შექმნა ჟან კალვინმა. მიმართული იყო როგორც კათოლიციზმის, ასევე სახელმწიფო რეფორმაციის წინააგმდეგ. კალვინიზმის თანახმად, რწმენის ერთადერთ წყაროს და უმაღლეს ავტორიტეტს წარმოადგენს ბიბლია, საღვთო წერილი; მას უნდა შეესაბამებოდეს რელიგია, მორალი, პოლიტიკა, საეკლესიო ორგანიზაცია. საზოგადოება და სახელმწიფო უნდა ექვემდებარებოდეს ”ჭეშმარიტ” ეკლესიას (კალვინისტური თეოკრატიის პრინციპი). კალვინიზმის საფუძველია ღვთაებრივი აბსოლუტურის წინასწარგანსაზღვრის ანუ ბედისწერის დოქტრინა, რომლის თანახმად, ღმერთმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განსაზღვრა ადამიანთა ბედი: ერთ ნაწილს, ე.წ. ”რჩეულთ”, ელით იმქვეყნიური ცხოვრება, სამოთხე, მეორე ნაწილს კი ე.წ. ”მისჯილთ”, წაწყმედა, ჯოჯოხეთი. მაგრამ მოძღვრება ბედისწერაზე არ გულისხმობს ადამიანის პასიურ, ფატალისტურ მორჩილებას ბედისადმი.

კალვინისტური ტაძარი. სურათი დახატულია ემანუელ დე ვიტის მიერ და ასახავს მე-17 საუკუნის კალვინისტურ ტაძარს, მრევლი უსმენს ცერემონიას.

ჟენევაში სადაც პირველად გაიმარჯვა კალვინიზმმა (1541), გაუქმდა საეკლესიო იერარქია, უარი თქვეს ხატებზე, წმ. ნაწილებზე და ყველა საეკლესიო მორთულობაზე; შემცირდა უქმე დღეთა რიცხვი, აიკრძალა საეკლესიო მუსიკა. კალვინიზმის მიხედვით, ღვთისმსახურება მდგომარეობს ბიბლიის კითხვაში, ფსალმუნების საერთო გალობაში და ქადაგებაში. ეკლესიაში საკურთხეველი შეიცვალა უბრალო მაგიდით, დატოვეს მხოლოდ ორი საიდუმლო - ნათლობა და ზიარება, რომლებიც კალვინისტებს ესმით, ”როგორც ”ღმერთთან სულიერი კავშირის დამყარება”, რომლის დროს იესო ქრისტე კვებავს მორწმუნეთა სულს”. კალვინისტური საეკლესიო ორგანიზაცია ძირითადად განსხვავდება კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაციისაგან. მორწმუნეთა თემი ირჩევდა მოძღვარს, რომელსაც არ ჰქონდა მღვდლის წოდება. მას მინისტრი ეწოდებოდა. იგი ჩაცმულობითაც არ გაირჩეოდა ერისკაცთაგან. მინისტრის კანდიდატურას აყენებდა კონსისტორია (საეკლესიო საბჭო), რომელშიც მინისტრების გარდა შედიოდნენ ერისკაცთა მამასახლისები - პრესვიტერები. მათ ირჩევდნენ ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ერისკაცნი, არსებითად სწორედ პრესვიტერები ხელმძღვანელობდნენ საეკლესიო საქმეებს, ამიტომ კალვინისტურ ეკლესიას ”პრესვიტერიანულსაც” უწოდებენ. კონსისტორია მკაცრ კონტროლს უწევდა მოქალაქეთა ზნეობრივ ყოფაქცევას, ინდივიდუალური თავისუფლება და თავისუფალი აზრი სასტიკად იდევნებოდა. ჟენევიდან XVI საუკუნეში კალვინიზმი გავრცელდა შვეიცარიის კანტონებში, ინგლისში (პურიტანები), შოტლანდიაში, ნიდერლანდებში, გერმანიის ნაწილში (უმთავრესად რაინის ველებზე, განსაკუთრებით პფალცში), საფრანგეთში (ჰუგენოტები), უნგრეთსა და პოლონეთში. იქ, სადაც გაიმარჯვა კალვინიზმმა, კალვინისტური თემების საქმეებს მართავდნენ კონსისტორიები, ხოლო საეკლესიო საკითხებს წყვეტდნენ კონგრეგაციები - მინისტრთა კრებები, რომლებიც მოგვიანებით იქცნენ კალვინისტური თემების წარმომადგენელთა ადგილობრივ ყრილობებად და ეროვნულ სინოდებად. კალვინიზმის საეკლესიო ორგანიზაცია მისაღები და ხელსაყრელი აღმოჩნდა არა მარტო ბურჟუაზიისათვის, არამედ არისტოკრატიისათვისაც (მაგ. საფრანგეთში, შოტლანდიასა და ინგლისში) მოგვიანებით კალვინიზმი გავრცელდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და მის ზოგიერთ ყოფილ დომინიონში (კანადა, სამხ. აფრიკა). XX საუკუნის 60-იან წლებში კალვინიზმის მიმდევართა რიცხვი აღემატებოდა 45 მლნ. კაცს.

ლიტერატურა[რედაქტირება]