ალგარვი
|
რეგიონი
ალგარვი
Algarve
|
ალგარვი (პორტ. Algarve; [aɫˈɡaɾv(ɨ)] არაბ. الغرب, ალ გარბ, ნიშნავს "დასავლეთს") - პორტუგალიის უკიდურესი სამხრეთი რეგიონი. რეგიონის ფართობია 5,412 კვ.კმ ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 458,734 ადამიანი 2010 წლის მონაცემების მიხედვით. რეგიონი შეიცავს 16 მუნიციპალიტეტს. რეგიონის ადმინისტრატიული ცენტრია ქალაქი ფარუ, სადაც განთავსებულია ფარუს საერთაშორისო აეროპორტი (FAO) და სახელმწიფო უნივერსიტეტი (ალგარვის უნივერსიტეტი). ზუსტად იგივე საზღვრებში მდებარეობდა პორტუგალიის ისტორიული პროვინცია ალგარვიც.
ალგარვის ეკონომიკაში დიდი ადგილი უკავია ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, რეგიონში წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩადის. მეთევზეობა და მეხილეობა არის რეგიონის ეკონომიკის მეორე მნიშვნელოვანი დარგი. რეგიონში დიდი რაოდენობით მოყავთ ფორთოხალი, კაკაო, ლეღვი და ნუში.
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
რეგიონები დაყოფილია 16 მუნიციპალიტეტად:
- ალბუფეირა
- ალკოუტიმ
- ალჯეზურ
- ვილა-რეალ-დე-სანტუ-ანტონიუ
- ვილა-დუ-ბიშპუ
- კაშტრუ-მარინ
- ლაგოა
- ლაგოსი
- ლოლე
- მონშიკე
- ოლიო
- პორტიმან
- საო-ბრაშ-დე-ალპორტელ
- სილვესი
- ტავირა
- ფარუ
შენიშვნა: ალგარვის რეგიონი და ფაროს რაიონი განლაგებულია ერთიდაიგივე ტერიტორიაზე .
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||
|
||||||||||||||||||||||||||||
სტატიის