კონსტანცის საეკლესიო კრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სხდომა კონსტანცის საკათედრო ტაძარში

კონსტანცის საეკლესიო კრებაკათოლიკური ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო კრება 1414-1418 წლებში კონსტანცაში (გერმანია). მოიწვია პაპმა იოანე XXIII-მ „დიდი განხეთქილების“ სალიკვიდაციოდ და ეკლესიის რეფორმირებისათვის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ისა და სამღვდელოების ზედა ფენების მოთხოვნით. სამღვდელოებასთან ერთად მასში მონაწილეობდნენ საერო ფეოდალებიც, მ. შ. იმპერატორი სიგიზმუნდი. კრებამ ბოლო მოუღო განხეთქილებას, გადაყენა პაპის ტახტის მოცილე სამივე პაპი (გრიგოლ XII, იოანე XXIII, ბენედიქტე XIII), პაპად აირჩია მარტინ V. გამოცხადდა საეკლესიო კრების რეგულარულად მოწვევის აუცილებლობა, პაპებზე მსოფლიო საეკლესიო კრების ზემდგომობის პრინციპი (ეს გადაწყვეტილებები ცხოვრებაში არ გატარებულა). კონსტანცის საეკლესიო კრებამ დაგმო ჯონ უიკლიფისა და იან ჰუსის მოძღვრება. იან ჰუსი იმპერატორ სიგიზმუნდის დაცვის სიგელის მიუხედავად, 1415 წლის 6 ივლისს კონსტანცში კოცონზე დაწვეს. ერთი წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია იმავე კრების მიერ ბრალდებულ ჰუსის მიმდევარ იერონიმ პრაღელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]