შარლ I ანჟუელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ I ანჟუელი
Charles I d'Anjou
სიცილიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 6 იანვარი, 1266
მმართ. დასასრული: 1282
წინამორბედი: მანფრედი
მემკვიდრე: პედრო III
ნეაპოლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1282
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1285
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: შარლ II ანჟუელი
ანჟუსა და მენის გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1246/1247
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1285
წინამორბედი: ჟან ანჟუელი
მემკვიდრე: შარლ II ანჟუელი
პროვანსისა და ფორკალკიეს გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1246
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1285
წინამორბედი: რაიმონ ბერენგერ IV
მემკვიდრე: შარლ II ანჟუელი
იერუსალიმის სამეფოს ტიტულარული მეფე
მმართ. დასაწყისი: 18 მარტი, 1278
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1285
წინამორბედი: ჰუგო I
მემკვიდრე: ჟან II
აქაიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1278
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1285
წინამორბედი: გიიომ II დე ვილარდუენი
მემკვიდრე: შარლ II ანჟუელი
ალბანეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1272
მმართ. დასასრული: 7 იანვარი, 1285
მემკვიდრე: შარლ II ანჟუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 მარტი, 1227
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი: 7 იანვარი, 1285 (57 წლის)
გარდ. ადგილი: ფოჯა, დღ. იტალია
დაკრძ. ადგილი: სენ-დენის სააბატო
მეუღლე: ბეატრის პროვანსელი
(ქ. 1246 - გარდ. 1267)
მარგარიტა ბურგუნდიელი
(ქ. 1268)
შვილები: ბეატრიჩე, ლათინთა იმპერატრიცა
კარლო II, ნეაპოლის მეფე
ელიზაბეტა, უნგრეთის დედოფალი
დინასტია: ჯერ კაპეტინგები
შემდეგ ანჟუები (დამფუძნებელი)
მამა: ლუი VIII, საფრანგეთის მეფე
დედა: ბლანკა კასტილიელი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ I ანჟუელი (ფრანგ. Charles d'Anjou; დ. 21 მარტი, 1227[1] — გ. 7 იანვარი, 1285, ფოჯა) — სიცილიისა (1268–1282) და ნეაპოლის (1282–1285) სამეფოების მეფე. საფრანგეთის მეფის ლუი VIII-ის ძე. ანჟუს, მენისა და პროვანსის გრაფი. 1270 წელს მონაწილეობდა ლუი IX-ის ჯვაროსნულ ლაშქრობაში ტუნისში. ესწრაფვოდა ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალიის, ბალკანეთის ნახევარკუნძულის, შემდგომში კი მთელი ბიზანტიის, ლევანტის დაპყრობას. სამხრეთ იტალიასა და სიცილიაში ის მიწებს და პრივილეგიებს ჩამოსულ რაინდებს ურიგებდა. ფეოდალური ჩაგვრისა და გადასახადების ზრდამ გამოიწვია აჯანყება სიცილიაში („სიცილიის მწუხრი“, 1282), რომლის შედეგადაც სიცილია ჩამოშორდა შარლ I ანჟუელის სამფლობელოებს. მას დარჩა მხოლოდ ნეაპოლის სამეფო (სამხრეთი იტალია). იბრძოდა იერუსალიმის სამეფოში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]