მილანის ედიქტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მილანის ედიქტი (Edictum Mediolanensium) — ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის მიერ გამოცემული ედიქტი ქალაქ მილანში 313 წელს.

[რედაქტირება] ისტორია

შუა საუკუნეები ევროპაში ქრისტიანული სახელმწიფოების ჩამოყალიბების ხანაა. ქრისტიანობა ევროპის კონტინენტზე იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი პეტრესა და პავლეს უჭირავთ. ჯერ კიდევ I საუკუნეში რომში ჩამოყალიბდა ძლიერი ქრისტიანული თემი.

რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთად მიიჩნევდნენ, ქრისტიანებს 300 წელზე მეტხანს სასტიკად დევნიდნენ. მხოლოდ იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) დროს შეწყდა მათი დევნა. კონსტანტინე დიდმა თანაიმპერაოტორ ლიცინიუსთან ერთად, 313 წელს, მილანში, გამოსცა ედიქტი, რომელიც შემწყნარებელი იყო ყველა სარწმუნოების მიმართ. ქრისტიანებს სხვა რელიგიური მიმდინარეობების გვერდით თანაბარი უფლებები ენიჭებოდათ.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე