ახალციხე
| ქალაქი
ახალციხე
|
ახალციხე, (ძვ. ლომსია), ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:
| „ |
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია |
“ |
ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა , ხვანა მარდა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი.
ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.
XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა.
1829 წელს როდესაც ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.
[რედაქტირება] ისტორიული წყაროები
1871 წლის Тифлисские ведомости-ში ვკითხულობთ (1871 წ. N.8 ):[4]
|
„რადგან ძველი და ერთ დროს ბრწყინვალე ახალციხე დანგრეული იყო და ფაქტიურად აღარც არსებობდა, მისი უმაღლესობის ბრძანებით შემუშავდა ახალი გეგმა მდ. ფოცხოვის მარჯვენა მხარეს ქალაქის გასაშენებლად.“
|
XVIII საუკუნის ფრანგი მოგზაურის მონპერეს ცნობები ახალციხის შესახებ
- ქალაქის აღწერა[5]
- ვითარება XIX საუკუნის 30–იან წლებში
-
- ქალაქის დაცემა[6]
-
- ქალაქის აღდგენა[7]
-
- სტრატეგიული ცვლილებები[8]
[რედაქტირება] მოსახლეობა
ქვემოთ[9] მოცემულია ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ, რომელიც გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ და რომლის მიხედვითაც 1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 40 000 სულს, მათ შორის იყო 500 კათოლიკური ოჯახი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები
ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე [10], სასახლე, მეჩეთი, სინაგოგა [11]. ახალციხეშია ჯაყელების ციხე-სიმაგრე (XIII-XIV სს.), წმ. მარინეს ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი. ახალციხეში არის ახალციხის ეპარქიის კათედრა.
[რედაქტირება] გალერეა
-
ახალციხის ხედი, წინა პლანზე სოფელი ღრელი
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ახალციხის ისტორია ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე
- ჯაყელების საგვარეულოს წარმომადგენელი მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგ - Presage.tv
- რაბათის რეაბილიტაცია, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე"
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ლეილა მაღრაძე. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 76–100.
- Frederik Dubois de Montperroix, Voiage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Cohchide, en Georgie, en Armenie et en Crieme, Paris 1839 a 1843
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ http://pop-stat.mashke.org/georgia-census.htm
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80
- ↑ ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80
- ↑ ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80
- ↑ ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80–81
- ↑ ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 82
- ↑ ლეილა მაღრაძე. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 82
- ↑ ახალციხის ციხის ისტორია
- ↑ ყველაზე ძველი სინაგოგა საქართველოში
|
||||||||||
|
||||||||