იან ჟიჟკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ჟიჟკა

იან ჟიჟკა (ჩეხ. Jan Žižka; დ. 1360, ტროცნოვი. სამხრეთი ჩეხია — გ. 11 ოქტომბერი, 1424, პრშიბისლავი) — ჰუსიტური მოძრაობის მოღვაწე, ჩეხი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი გმირი. 1410 წელს მონაწილეობდა გრიუნვალდის ბრძოლაში. პირველი ბრძოლა, რომელშიც ჟიჟკას სამხედრო ნიჭი გამოვლინდა იყო სუდომერჟთან ბრძოლა (1420 წლის 25 მარტი). იგი უნარიანად ხელმძღვანელობდა ვიტკოვის მთის დაცვას, სადაც პრაღისათვის ბრძოლის ბედი (1420 წ. 14 ივლისი) გადაწყდა (ვიტკოვის მთაზე 1950 წელს გაიხსნა ჟიჟკას ძეგლი).

1420 წლიდან ჟიჟკა ტაბორიტთა პირველი ჰეტმანი იყო. 1422 წელს გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა ჯვაროსნები ნემეცკიბროდთან. განდევნა ჯვაროსანთა მე-3 ლაშქრობის მონაწილენი. 1422 წელს სათავეში ჩაუდგა ტაბორიტთა მერცხენა ფრთას. 1423 წელს შექმნა ე. წ.მემარცხენე ჰუსიტთა ორებიტების ძმობა. ჟიჟკას გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 1424 წელს შავი ჭირისაგან პრშიბისლავის ალყის დროს) ამ საზოგადოების წევრები თავს „ობლებს“ ეძახდნენ. ჟიჟკამ შექმნა კარგად ორგანიზებული ჯარი, რომელიც მაღალი საბრძოლო ხელოვნებიით გამოირჩეოდა, შეიმუშავა სამხედრო წესდება და უნარიანად იყენებდა სამხედრო ტექნიკას, რამაც განაპირობა მისი არაერთი გამარჯვება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]