სინანული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინანული ანუ მონანიება ქრისტიანულ რელიგიაში წარმოადგენს ახალი აღთქმის ერთ-ერთ საიდუმლოს. და წარმოადგეს ისეთ კურთხეულ მოქმედებას, როდესაც ეკლესიის მღვდელი სულიწმინდის ძალით შეუნდობს მომნანიებელს აღსარების დროს ყველა ცოდვას და ადამიანი კვლავ ხდება განბანილი და განწმენდილი, ისევე როგორც ის ამოვიდა წყლიდან ნათლობის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება]

სინანულის საიდუმლო უფალმა დააწესა თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, როდესაც იგი გამოეცხადა მოციქულებს, სადაც ყველანი იყვნენ თომას გარდა. იესომ მოციქულებს განუცხადა:

მშვიდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავალნი მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ, და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ, უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრეთ, შეპყრობილ იყვნენ. (იოანე 20, 21-23)

ამ სიტყვებით უფალმა თავად მიანიჭა მოციქულებს და მათ შემდეგ მათი საქმის გამგრძელებლებს აპატიონ თუ არ აპატიონ ადამიანებს ცოდვები, სულიწმინდის. ამგვარად საიდუმლოს უხილავი ძალით ხდება მოძღვრის ხილული მოქმედება.

საიდუმლოს არსი[რედაქტირება]

ნათლობის საიდუმლოს გზით ადამიანი განიწმინდება დაბადებითი ცოდვებისაგან და შედის ქრისტიანულ სამყაროში. მაგარამ ის არ არის განთავისუფლებული სულიერი და ხორციელი მანკიერებებისაგან, რომლებიც შესაძლოა მას მემკვიდრეობით გადმოეცა მშობლებისაგან. მაგალითად, მიდრეკილება ბოროტებს ჩადენისაკენ, ხორცისათვის დამახასიათებელი ავადმყოფობა და სიკვდილი. ასე რომ ქრისტიანად გახდომის შემდეგ ადამიანმა შეიძლება ისევ შესცოდოს და შესცოდოს ძალიანაც ხშირად, შეიძლება ადამიანმა განიცადოს ავადმყოფობა და ზოგჯერ ძალიანაც მძიმე.

მართლმადიდებლური სწავლება[რედაქტირება]

სულიერი და ხორციელი უძლურებისაგან გადასარჩენად უფალმა იესომ დააწესა ორი საიდუმლო: სინანული -სულიერი უძლურების განსაკურნავად და ზეთის კურთხევა — ხორციელი უძლურების სამკურნალოდ. იოანე მახარობელი გვასწავლის:

უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცდუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩვენ ცოდვანი ჩუენნი და განწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არა ვცოდეთ, მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩვუენ შორის. (იოანე 1, 8-10)

რიტუალი[რედაქტირება]

მორწმუნე რამდენიმე დღის განმავლობაში მარხულობს, ესწრება რელიგიურ ღვთისმსახურებას; ამ პერიოდში იხსენებს თავის ცოდვებს, გულწრფელად სწუხს, ინანიებს და შესთხოვს ღმერთს ცოდვების მოტევებასა და მოწყალებას. შემდეგ მიდის მღვდელთან, რომელიც არის საწიგნესთან, სადაც ასვენია მაცხოვრის ხატი. მორწმუნე დაუმალავად წარმოთქვამს, აღიარებს ყველა თავის ცოდვას ანუ ამბობს აღსარებას. ამის შემდეგ მღვდელი მას თავზე დაადებს ოლარს, წაიკითხავს შესანდობარ ლოცვას და მიუტევებს მას ცოდვებს იესო ქრისტეს სახელით.

რა არის საჭირო სინანულის საიდუმლოს შესასრულებლად[რედაქტირება]

საჭიროა მხოლოდ, რომ ადამიანმა ღრმად შეიგნოს თავისი ცოდვა, მტკიცედ გადაწყვიტოს რომ აღარასოდეს გაიმერებს ამ ცოდვას და გულწრფელად აღიაროს ის მოძღვრის წინაშე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საღვთო სჯული, არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი, ქუთაისი,1916წ.
  • საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1980 (გვ. 360-366., საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, თბილისი, 1980)