ტოლედო
|
ქალაქი
ტოლედო
Toledo
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 379 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ტოლედო (ესპ. Toledo) — ქალაქი ესპანეთში, კასტილია-ლა მანჩას ავტონომიურ რეგიონში, მდებარეობს მდინარე ტახოს მარჯვენა ნაპირზე. ტოლედოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 78 618 მცხოვრები (2007). ტოლედოშია ელ გრეკოს სახლ-მუზეუმი.
ისტორია [რედაქტირება]
უძველესი დროიდან დასახლებული იყო იბერიელი ტომებით - კარპეტანებით. ძვ. წ. II საუკუნეში დაიპყრო რომმა. VI საუკუნის შუა წლებიდან ვესტგუთების სამეფოს დედაქალაქი იყო. 711 წელს აიღეს არაბებმა. 1085 წელს ალფონსო VI მამაცმა წაართვა არაბებს და ტოლედო კასტილიისა და ლეონის სამეფოს, ხოლო 1479-1561 წლებში გაერთიანებული ესპანეთის დედაქალაქი გახდა.
ღირსშესანიშნაობანი [რედაქტირება]
ქალაქში შემონახულია რომაული ცირკი, შუა საუკუნეების სიმაგრე ალკასარი, გამაგრებული ხიდები - სან-მარტინი (XIII საუკუნე), ალკანტარა (XIII საუკუნე) და ეკლესიები სანტო-კრისტო დე ლა ლუსი (ყოფ. ბაბ მარდუმის მეჩეთი, 960 წელი) და სანტა-მარია ლა ბლანკა (XII-XIII საუკუნე). ტოლედო ეროვნული ნაკრძალია. შენარჩუნებული აქვს ძველი სახე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||