რიჩარდ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიზარდ I
Richard the Lionheart
Richard coeur de lion.jpg
ინგლისის მეფე
მმართ. დასაწყისი: 6 ივლისი 1189
მმართ. დასასრული: 6 აპრილი 1199
წინამორბედი: ჰენრი II
მემკვიდრე: ჯონ უმიწაწყლო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 სექტემბერი 1157
დაბ. ადგილი: ოქსფორდი
გარდ. თარიღი: 6 აპრილი 1199
მეუღლე: ბერენგარია ნავარელი
შვილები: ფილილიპი
მამა: ჰენრი II
დედა: ელეონორა აკვიტანიელი

რიჩარდ I ლომგული (ინგლ. Richard I Lionheart, ფრანგ. Richard Ie Cœur de Lion; დ. 8 სექტემბერი, 1157, ოქსფორდი — გ. 6 აპრილი, 1199, შინო, საფრანგეთი) — ინგლისის მეფე 1189–1199 წლებში. მიეკუთვნებოდა პლანტაგენეტების დინასტიას. იგი ჰენრი II-ისა და ელეონორა აკვიტანიელის მესამე ვაჟი იყო და უკვე 1172 წელს პუატიეში აკვიტანიის ჰერცოგად ეკურთხა.

გამუდმებით აწარმოებდა, ინგლისისათვის უსარგებლო ომებს, რომელზეც უამრავი თანხები იხარჯებოდა. მონაწილეობდა III ჯვაროსნულ ლაშქრობაში (1189-1192 წწ.), დაიპყრო კ. კვიპროსი და ციხესიმაგრე აკრა (პალესტინა). უკან დაბრუნებისას ტყვედ ჩაუვარდა ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ V-ს, რომელმაც იგი იმპერატორ ჰაინრიხ VI-ს გადასცა. მხოლოდ 1194 წელს გაათავისუფლეს ტყვეობიდან დიდი გამოსასყიდის ფასად. 1194 წლიდან ეომებოდა საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს საფრანგეთში პლანტაგენეტების მიწების შესანარჩუნებლად. ამ ომში დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება]