ალეპო
| ქალაქი
ალეპო
حلب
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 21 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ალეპო (არაბ. حلب) — ქალაქი სირიაში, მდებარეობს სირიის ჩრდილოეთით. იგი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია როგორც მოსახლეობით ასევე ფრთობით. ალეპოს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ლევანტში პირველი ადგილი უკავია,[1] აქ დაახლოებით 2,181,061 კაცი ცხოვრობს (2004, აღწერა). ქალაქი ალეპოს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიას, რომელიც მოსახლეობის რამდენობის მხრივ პირველია სირიაში, აქ ცხოვრობს 4,507,000 კაცი (2009, აღწერა).[2]
[რედაქტირება] ისტორია
ალეპო არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი; აქ პირველი დასახლება ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 4,000 წელს იყო. ქალაქში აღმოჩენილია უძველესი დასახლებები და სახლები. ალეპოს უძველესი დროიდან სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი ეკავა, აქ გადიოდა სავაჭრო გზები. ამ სავაჭრო გზებით ხდებოდა დაკავშირება ხმელთაშუა ზღვასთან, ეგვიპტესთან და შუამდინარეთთან. თავდაპირველად ალეპო აშენდა მცირე სიმაღლის გორაკზე, რომელზეც ციხესიმაგრე იყო აღმართული.[3] ქალაქში მიედინება პატარა მდინარე ქუვექი (قويق).
საუკუნეთა განმავლობაში ეს დასახლება იქცა დიდი სირიის უმნიშვნელოვანეს ქალაქად, XIX საუკუნისთვის ეს ტერიტორია უკვე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული, ალეპოს მთელს იმპერიაში მოსახლეობის მხრივ მესამე ადგილი ეკავა კონსტანტინოპოლის და კაიროს შემდეგ. ამ ქალაქში დღემდე არის შენარჩუნებული ძველი არქიტექტურა.
ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან გადიოდა აბრეშუმის დიდი გზა, რაც ხელს უწყობდა ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარებას. მას შემდეგ რაც 1869 წელს მოხდა სუეცის არხის გახსნა, ალეპოს სავაჭრო დანიშნულება მკვეთრად შემცირდა. ქალაქი დიდ როლს ასრულებდა პირველ მსოფლიო ომში.
ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა, აქ აქტიურად მიმდინარეობს ძველი კულტურული ძეგლების აღდგენის პროცესი.
[რედაქტირება] დაძმობილებული ქალაქები
ლიონი, საფრანგეთი 2000 წლის 18 ოქტომბრიდან.[4]
გაზიანთეფი, თურქეთი
ქილისი, თურქეთი
იზმირი, თურქეთი
ბრესტი, ბელარუსი 2010 წლის 18 იანვრიდან.[5]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ UN Demographic Yearbook 2009. წაკითხვის თარიღი: 2010-04-21.
- ↑ Central Bureau of Statistics, Estimates of Population actually living in Syria on 1/1/2009. წაკითხვის თარიღი: 2010-05-20.
- ↑ (1856) რედ. Alexander Russell: The Natural History of Aleppo, 1st, London: Unknown, გვ. 266.
- ↑ Partner Cities of Lyon and Greater Lyon. © 2008 Mairie de Lyon. წაკითხვის თარიღი: 2009-07-17.
- ↑ Jamahir newspaper: 28 January 2010.
|
|||||