ვანუატუ
|
|||||
| ჰიმნი: Yumi, Yumi, Yumi | |||||
| დევიზი: Long God yumi stanap | |||||
| დედაქალაქი | პორტ-ვილა |
||||
| უდიდესი ქალაქი | პორტ-ვილა | ||||
| ოფიც. ენები | ბისლამა, ინგლისური, ფრანგული | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | იოლუ ჯონსონ აბილი | ||||
| -პრემიერ-მინისტრი | ედვარდ ნატაპეი | ||||
| ფართობი - საერთო |
12,189 კმ²(161-ე) |
||||
| მოსახლეობა - 2008 სავ. - სიმჭიდროვე |
215,446 (173-ე) 17 ად/კმ² (188-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2005მიახლ. $726 მილიონი (175-ე) $1,576 (121-ე) |
||||
| აგი (2004) | |||||
| ვალუტა | ვანუატუს ვატუ (VUV) |
||||
| დროის სარტყელი | UTC +11 | ||||
| ქვეყნის კოდი | AUS | ||||
| ccTLD | .vu | ||||
| სატელეფონო კოდი | +678 |
||||
ვანუატუ – წყნაროკეანური სახელმწიფო, შედის მელანეზიის შემადგენლობაში, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოლომონის კუნძულების ტერიტორიული წყლები, დასავლეთიდან – ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, სამხრეთიდან – ახალი კალედონიის წყლები, ხოლო აღმოსავლეთიდან ფიჯის ტერიტორიული წყლები. დედაქალაქი პორტ-ვილა. სახელმწიფო განფენილია ახალი ჰებრიდების 83 კუნძულზე.
ვანუატუ თავდაპირველად პოლინეზიელებით იყო დასახლებული. ევროპელებმა, კერძოდ ესპანურმა ექსპედიციამ ის 1605 წელს აღმოაჩინა. 1880-იან წლებში, ვანუატუს ნაწილებზე პრეტენზიას გამოთქვამდნენ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო. 1906 წელს მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ახალი ჰებრიდის კუნძულები მათ ერთობლივ მმართველობაში, ბრიტანულ-ფრანგულ კონდომინიუმში გადავიდა. დამოუკიდებლობისათვის მოძრაობა 1970-იანი წლებიდან დაიწყო და ვანუატუ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1980 წელს შეიქმნა.
სექციების სია |
[რედაქტირება] დემოგრაფია
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ვანუატუ}} |
ვანუატუს მოსახლეობის უმეტესობა ავსტრანეზიულ რასას ეკუთნის, მოსახლეობის 90%-ზე მეტი აბორიგენია, უმნიშვნელო ნაწილი ევროპელი და ავსტრალიური წარმოშობისაა, ასევე ცხოვრობენ ოკეანეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეთნიკური უმცირესობები. ქვეყანას მრავალი კუნძული გააჩნია, სადაც სალაპარაკო ენად სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული ენები გამოიყენება, რომელთაც ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.
[რედაქტირება] საქართველოსთან ურთიერთობა
2011 წლის მაისის ბოლოს მოსკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვანუატუმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარა და ეს აფხაზური დიპლომატიის გამარჯვებად შეაფასა, თუმცა გაეროში ვანუატუს ელჩმა ეს ინფორმაცია არ დაასტურა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. "ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გვაქვს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და ვფიქრობთ, მალე დავამყარებთ ქვეყანასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს" - განაცხადა ელჩმა, დონალდ კალპოკასმა.[1]
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Vanuatu entry at The World Factbook
- Vanuatu from UCB Libraries GovPubs
- Vanuatu at the Open Directory Project
- Wikimedia Atlas of Vanuatu
- British Friends of Vanuatu
- Government of Vanuatu
- Interactive maps of Vanuatu
- Vanuatu Tourism Portal, the official website of the Vanuatu National Tourism Office
- Wok i Kik - Vanuatu Job Vacancies
|
|||||||||||||||||||||||||||||||

