კლემენტ VI

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლემენტ VI

კლემენტ VI (ლათ. Clemens PP. VI; ერისკაცობაში პიერ როჟე დე ბოფორ–ტიურენი; დ. 1291 – გ. 6 დეკემბერი, 1352) – ფრანგი რომის პაპი 1342-1352 წწ. პაპობა მოუწია ავინიონის ტყვეობის პერიოდში (1309-1377).

ბენედიქტელების ორდენის წევრი, თავდაპირველად იყო რუანის არქიეპისკოპოსი, შემდეგ მიიღო კარდინალის წოდება.

მისი ინტრონიზაცია მოხდა 1342 წლის 19 მაისს. თავისი პონტიფიკატის პერიოდში დანიშნა 25 კარდინალი, საიდანაც 19 წარმოშობით იყო სამხრეთი საფრანგეთიდან, მისი სამშობლოდან. 8 მათ შორის მისი ნათესავები იყვნენ, მათ შორის პიერ როჟე დე ბოფორი, რომის მომავალი პაპი გრიგოლი XI-ის სახელწოდებით.

1352 წლის 2 დეკემბერს, რომში, წმ. პეტრეს ტაძრის გუმბათში, სანთლებისგან გაჩნდა ცეცხლი და მთელი გუმბათი ჩამოინგრა. რამდენიმე დღეში რომში გავრცელდა ინფორმაცია პაპის გარდაცვალების შესახებაც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

წინამორბედი:
ბენედიქტე XII
რომის პაპი

13421352
შემდეგი:
ინოკენტი VI