კონსტანტინოპოლი
ვიკიპედიიდან
კონსტანტინეპოლი (ბერძ.: Κωνσταντινούπολις) იყო თანამედროვე სტამბოლის, თურქეთი, სახელი საუკუნეების განმავლობაში, როცა ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). კონსტანტინეპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპა აზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდისესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას "ქალაქთა დედოფალი" შეარქვეს.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელები
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] ბიზანტიუმი
[რედაქტირება] დაარსება
კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დაარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა. იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული "ახალი რომი" იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს.