ამერიკის შეერთებული შტატები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
United States of America
ამერიკის შეერთებული შტატები
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: The Star-Spangled Banner
დევიზი: E Pluribus Unum; In God We Trust
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ვაშინგტონი
38°53′N 77°02′W
უდიდესი ქალაქი ნიუ იორკი
ოფიც. ენები ინგლისური
მთავრობა ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ბარაკ ობამა
  -ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
9,826,630 კმ² (მე-3)
 
  6.76%
მოსახლეობა
 - 2008 სავ.
 - 2000 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
303,296,000 (მე-3)
281,421,906
31 ად/კმ² (144-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$13.675 ტრილიონი (პირველი)

$43,444 (მე-4)
აგი (2005) Green Arrow Up Darker.svg 0.951 (მაღალი) (მე-12)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი დზკ -5-დან -10-მდე
  -ზაფხულის დრო ზდ სხვადასხვა
ქვეყნის კოდი USA
ccTLD .gov, .edu, .mil, .us
სატელეფონო კოდი +1

ამერიკის შეერთებული შტატები 50 შტატისა და დედაქალაქის ოლქისგან შემდგარი ფედერალური რესპუბლიკაა ჩრდილოეთ ამერიკაში. აშშ-ს სამი სახმელეთო საზღვარი აქვს, ორი კანადასთან და ერთი მექსიკასთან, და ასევე შემოსაზღვრულია წყნარი, ატლანტის, არქტიკის ოკეანეებითა და ბერინგის ზღვით. აშშ-ის ყოველ შტატს ფედერალიზმის სისტემის მიხედვით გასაზღვრული ადგილობრივი ავტონომიის მაღალი ხარისხი აქვს. ქვეყნის ისტორია დასაბამს 1776 წელს ბრიტანეთის 13 კოლონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით იღებს. დროთა განმავლობაში ეს ქვეყანა გლობალური ზესახელმწიფო გახდა და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და კულტურული გავლენა აქვს დანარჩენ მსოფლიოზე.

სექციების სია

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

  • ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ - ამერიკელებად.
  • ოფიციალური სახელწოდება: ამერიკის შეერთებული შტატები, შემოკლებით - აშშ.
  • ეროვნული სახელწოდება : United States of America, შემოკლებით - USA.


[რედაქტირება] გეოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ–ის გეოგრაფია.

ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).

[რედაქტირება] სახელმწიფო

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის პოლიტიკური მოწყობა.

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:

მენინიუ-ჰემპშირივერმონტიმასაჩუსეტსიროდ-აილენდიკონექტიკუტი
  • შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
ნიუ-იორკინიუ-ჯერსიპენსილვანია
  • ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
ოჰაიოინდიანაილინოისიმიჩიგანიუისკონსინი
  • ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
მინესოტააიოვამისურიჩრდილოეთი დაკოტასამხრეთი დაკოტანებრასკაკანზასი
  • სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
დელავერიმერილენდიკოლუმბიის ოლქივირჯინიადასავლეთი ვირჯინიაჩრდილოეთი კაროლინასამხრეთი კაროლინაჯორჯიაფლორიდა
  • სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
კენტუკიტენესიალაბამამისისიპი
  • სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
არკანზასილუიზიანაოკლაჰომატეხასი
  • მთიანი რეგიონი (Mt) :
მონტანააიდაჰოვაიომინგიკოლორადონიუ-მექსიკოარიზონაიუტანევადა
  • წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
ვაშინგტონიკალიფორნიაორეგონიალასკაჰავაი

[რედაქტირება] სამფლობელოები

აშშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 15 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:

  1. ამერიკის ვირჯინიის კუნძულები
  2. ამერიკის სამოა
  3. ბეიკერი
  4. გუამი
  5. კინგმანრიფი
  6. მიდუეი
  7. ნავასა
  8. პალმირა
  9. პუერტო რიკო
  10. უეიკი
  11. ჩრდილოეთ მარიანის კუნძულები
  12. ჯერვისი
  13. ჯონსტონი
  14. ჰოულენდი


[რედაქტირება] დემოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის მოსახლეობა.
  • მოსახლეობა: 296 მლნ (2004). ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 77,1 % თეთრია, 12,9% აფროამერიკელი, 4,2% აზიელი, 1,5% აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.
  • სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არა აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 215,4 მლნ ადამიანი, ესპანურად - 28,1, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 1,5, გერმანულად - 1,4.
  • რელიგია: პროტესტანტები (52%), კათოლიკები (24%),მართლმადიდებლობა 3%, მუსულმანები (1%),იუდაისტები (1%).


[რედაქტირება] ქალაქები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის ქალაქები.
აშშ-ს უდიდესი ქალაქების სია
ქალაქი შტატი მოსახლეობა. Metro area rank მეტროპოლიის მოსახლეობა რეგიონი
New York City
ნიუ-იორკი
Los Angeles
ლოს-ანჯელესი
1 ნიუ-იორკი ნიუ-იორკი 8,250,567 1 18,818,536 ჩრდილო-აღმოსავლეთი
2 ლოს-ანჯელესი კალიფორნია 3,849,378 2 12,950,129 დასავლეთი
3 ჩიკაგო ილინოისი 2,833,321 3 9,505,748 ცენტრალური
4 ჰიუსტონი ტეხასი 2,169,248 6 5,539,949 სამხრეთი
5 ფინიქსი არიზონა 1,512,986 13 4,039,182 დასავლეთი
6 ფილადელფია პენსილვანია 1,448,394 5 5,826,742 ჩრდილო-დასავლეთი
7 სან-ანტონიო ტეხასი 1,296,682 29 1,942,217 სამხრეთი
8 სან-დიეგო კალიფორნია 1,256,951 17 2,941,454 დასავლეთი
9 დალასი ტეხასი 1,232,940 4 6,003,967 სამხრეთი
10 სან-ხოსე კალიფორნია 929,936 30 1,787,123 დასავლეთი
2006 წლის მონაცემები

[რედაქტირება] ეკონომიკა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის ეკონომიკა.

აშშ - უპირველესი ეკონომიკური და სამხედრო სახელმწიფოა. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით - ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.

  • ვალუტა: აშშ დოლარი (USD).
  • ეროვნული პროდუქტი: 10.990 მლრდ $ (2004), ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით 1-ელ ადგილზეა მსოფლიოში.
  • ექსპორტი: თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიკატები, ქვანახშირი, სამანქანო მოწყობილობები, ნავთობი, სიმინდი, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 1,782,000 მლნ $ (2004). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 37.800 $-ს.

[რედაქტირება] ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის ისტორია.
აშშ-ის შტატები ქრონოლოგიურად.

აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

[რედაქტირება] მემკვიდრეობა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის კულრურა.

აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე