რაფაელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაფაელის ავტოპორტრეტი.

რაფაელი, (ნამდვილი სახელი რაფაელო სანციო; იტალ. Raffaello Sanzio; დ. 6 აპრილი, 1483 — გ. 6 აპრილი, 1520) — ხელოვანი მხატვარი და არქიტექტორი, იტალიური მაღალი რენესანსის ფლორენციის სკოლის წარმომადგენელი, საყოველთაოდ აღიარებული მისი ნამუშევრების უნაკლობისა და სინატიფის გამო. ზოგიერთ წყაროში ასევე მოხსენიებულია, როგორც რაფაელო სანტი, რაფაელო და ურბინო, ან რაფაელო სანციო და ურბინო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

რაფაელმა ადრეულ ასაკში დაკარგა თავისი მშლობლები. დედამისი მარჯი ჩარლა გარდაიცვალა 1491 წელს, ხოლო მამამისი ჯოვანი სანტი — 1494 წელს. მამამისი იყო მხატვარი და პოეტი, ამიტომაც პირველი გამოცდილება რაფაელმა მამამისის სახელოსნოში მიიღო. რაფაელის პირველი ნამუშევარია „მადონა ყრმით“.

აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების „რაინდის სიზმარი“, „სამი გრაცია“ და „პერუჯინოს პორტრეტი“. 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. „მადონა მწვანეში“(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), „მადონა მშვენიერი მებაღე“, „მჯდომარე მადონა“ (1516 წელი ფლორენცია, პიტის გალერეა), „დიდი ჰერცოგის მადონა“ და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში „მადონების პერიოდი“ უწოდეს. 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით იწყებს ვატიკანის სასახლის მოხატვას. 1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის „ხელმოწერის დარბაზი“, რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს „პოეზია“, „ღვთისმეტყველება“, „მართლმსაჯულება“ და „ფილოსოფია“. გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, სადაც კარგად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს, მაგ: „იულიუს მე-2 პორტრეტი“. რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად გობელენების ოსტატი და არქიტექტორიც იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 1520 წლის 6 აპრილს, თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

ნამუშევრები[რედაქტირება]

  1. „მადონა კონესტაბილე“ — ერმიტაჟის მშვენება, თავდახრლი, ფიქრიანი, ნაზი ღვთისმშობელი.
  2. „წმინდა გიორგი“
  3. „წმინდა ოჯახი“ — ეს სურათი დახატა ფლორენციელი ვაჭრის ანჯელო დონის შეკვეთით, რითიც უკვდავყო დონის სახე.
  4. „ქრისტეს კუბოში ჩასვენება"
  5. „მადონა მწვანეზე“ — კომპოზიციურად განსხვავებული სურათი.
  6. „მშვენიერი მებაღე“ — ეს ტილო დედის მშვენიერების აპოტეოზად ითვლება
  7. „მადონა სედია“ — მადონა სავადძელში, პიტის გალერეა, ღვთისმშობელი წრეშია დახატული. ასეთი მრგვალი სურათები აღორძინების ეპოქაში იშვიათად გვხვდება.
  8. „ჯვრის ზიდვა“ — პალერმოს საკურთხევლისთვის შექმნილი უკვდავი ტილო. გემი რომლითაც ეს ტილო პალერმოში გადაჰქონდათ ჩაიძირა, ყუთი უვნებლად გაირიყა გენუაში და ასე გადარჩა.შემდეგ კი ფილიპე მეოთხემ მადრიდში ჩაიტანა.
  9. „მადონა ალბა“
  10. „სიქსტეს მადონა“ — აქ რაფაელმა დედის სრულყოფილ სახეს მიაგნო, ღვთისმშობელისა და ღვთაებრივი ყრმის სახე სიცოცხლით სავსე და ადამიანურია.

ბიბლიური სცენებიდან კი აღსანიშნავია „ნადირთა შექმნა“, „წარღვნა“ და „იოსების სიზმარი“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]