ადამის შექმნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ადამის შექმნა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ადამის შექმნა (მრავალმნიშვნელოვანი).
ადამის შექმნა
God2-Sistine Chapel.png
La creazione di Adamo
ძირითადი ინფორმაცია
ხატწერის ტიპი ფრესკა
ხატის ზომა 280 × 570 სმ
შენახვის ადგილი სიქსტეს კაპელა

„ადამის შექმნა“ (იტალ. La creazione di Adamo) — მიქელანჯელოს ფრესკა, დაწერილი სავარაუდოდ 1511 წელს, არის სიქსტეს კაპელას ჭერზე დაწერილი ფრესკებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდანღმერთის მიერ პირველი ადამიანის, ადამის შექმნა:

და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.[1]
ფრესკის დეტალი

„ადამის შექმნა“ სიქსტეს კაპელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფერწერული კომპოზიციაა. ღვთის მარჯვენა ხელი მამართულია ადამისაკენ. მათი ხელები ერთმანეთს არ ეხება. სავარაუდოდ, მიქელანჯელომ ამით ღვთიურისა და ადამიანურის ერთმანეთთან მიუწვდომლობა გამოხატა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]