ჩეხეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: Kde domov můj | |||||
| დევიზი: "Pravda vítězí" | |||||
| დედაქალაქი | პრაღა |
||||
| უდიდესი ქალაქი | პრაღა | ||||
| ოფიც. ენები | ჩეხური | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | ვაცლავ კლაუსი | ||||
| -პრ.-მინისტრი | მირეკ ტოპოლანეკი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
78,866 კმ² (117-ე) 2.0% |
||||
| მოსახლეობა - 2008 სავ. - 2001 ცენზი - სიმჭიდროვე |
10,467,542 (78-ე) 10,230,060 130 ად/კმ² (77-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2006მიახლ. $236.536 მილიარდი (41-ე) $25,346 (33-ე) |
||||
| აგი (2005) | |||||
| ვალუტა | ჩეხური კრონა (CZK) |
||||
| დროის სარტყელი | CET (UTC +1სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | CET (UTC +2სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | CZE | ||||
| ccTLD | .cz1 | ||||
| სატელეფონო კოდი | +420 |
||||
| 1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. | |||||
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
- ეროვნული: Čechy; Česká republika.
- ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანული Böhmen ეწოდა კულტური ტომების ბოიას მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, გერმანია. ფართობი - 78.866 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Vaclav KLAUS (2003).
- მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (81+200 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 13 მხარე (kraj) და დედაქალაქი (hlavni mesto).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10,467,542 (2008), მათ შორის 98% ჩეხები, 13% მორავიელები, 3,5% სლოვაკები.
- სახელმწიფო ენა : ჩეხური.
- რელიგია - კათოლიციზმი.
- დედაქალაქი - პრაღა (1.170 ათასი).
- ქალაქები - ბრნო (376), ოსტრავა (318), პლზენი (165), ოლომოუცი (103), ლიბერეცი (100) .
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ქვანახშირი, თიხა, გრაფიტი, საშენი ხე-ტყე.
- ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 54 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5.560 $.
- ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სატრანსპორტო მოწყობილობანი, ქიმიკატები, რკინა, ფოლადი, მინა.
- ვალუტა - ჩეხური კრონა (CZK);
[რედაქტირება] ისტორია
1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. 2003 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი. 1999 წელს ქვეყანა |ნატოში შევიდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დასავლეთის კრიტიკის ობიექტად დღემდე რჩება ბოშური უმცირესობის საკითხი, რომელთა შორის ძალიან მაღალია სიღარიბის, უმუშევრობის და განათლების დონე.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- პრაღა - ისტორიული ცენტრი (XIII — XVII სს.), კარლის ხიდი (XIV ს.), პრაღის სასახლე (XV ს.), წმ. ვიტის ტაძარი (XIV ს.), რატუშა XIV ს.;
- ბრნო - წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი (XV ს.), რატუშა (XVI ს.);
- პლზენი - წმ. ბართლომეს ეკლკსია (XIII ს.), რატუშა (XVI ს.);
- ჩესკი კრუმლოვი - ისტორიული ცენტრი;
- კუტნა ჰორა - შუასაუკუნეების ვერცხლის ქალაქი;
- ტელჩი - ძველი ქალაქი .
[რედაქტირება] ცნობილი ჩეხები
- პოლიტიკოსები - გუსტავ ჰუსაკი, ვაცლავ ჰაველი;
- მწერლები - კარელ ჩაპეკი, იაროსლავ ჰაშეკი;
- კომპოზიტორები - ანტონინ დვორჟაკი, ბედრჟიხ სმეტანა;
- რეჟისორი - მილოშ ფორმანი;
- სპორტსმენები : ემილ ზატოპეკი (მძლეოსნობა), ვერა ჩასლავსკა (ტანვარჯიში), ვერა მენჩიკი (ჭადრაკი), ივან ლენდლი, მარტინა ნავრატილოვა, იანა ნოვოტნა, მარტინა ჰინგისი (ყველა ჩოგბურთი); იარომირ იაგრი (ჰოკეი).
ჩეხეთთან არის დაკავშირებული მადლენ ოლბრაიტის (აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), ზიგმუნდ ფროიდის, ფრანც კაფკას, ვილჰელმ სტეინიცის (მოჭადრაკე) სახელები.
|
|||||||||||
|
|||||