ინოკენტი III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინოკენტი III

ინოკენტი III (ლათ. Innocentius PP. III; ერისკაცობაში ჯოვანი ლოტარიო დი სენი; დ. 1160 ან 1161 — გ. 16 ივლისი, 1216) — რომის პაპი 1198-1216 წწ.

ჯოვანი ლოტარიო დი სენის პონტიფიკატის ჟამს პაპობამ დიდ სიძლიერეს მიაღწია. თავის ხელისუფლებას დროებით დაუმორჩილა სიცილიის სამეფო. გერმანიაში ცენტრალური ხელისუფლების დასასუსტებლად შუღლს აღვივებდა იმპერატორის ტახტისათვის მებრძოლ ველფებსა და შტაუფენებს შორის. მის ვასალებად ცნეს თავი ინგლისელი არაგონის, პორტუგალიისა და ბულგარეთის მეფეებმა. მოსპო ქალაქი რომის ავტონომია და პაპის სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე პაპის ხელისუფლება აღადგინა. ინიციატორი იყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისა. 1202 წელს დაამტკიცა მახვილოსანთა ორდენის დაარსება. 1215 წელს მოაწყო გერმანელ რაინდთა ჯვაროსნული ლაშქრობა პრუსების, 1209 წელს ალბიგოელების წინააღმდეგ. დაუნდობლად დევნიდა მწვალებლებს. ხელს უწყობდა ინკვიზიციის ორგანიზაციას. ფრანცისკელთა ორდენი გადააქცია პაპობის პოლიტიკის მძლავრ იარაღად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

წინამორბედი:
ცელესტინ III
რომის პაპი

11981216
შემდეგი:
ჰონორიუს III