სტეფანე II (III)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფანე II (III)

სტეფანე II (III)[1] (ლათ. Stephanus PP. II; დ. უცნობია — გ. 26 აპრილი, 757) — რომის პაპი 752–757 წლებში.

დაიბადა რომში. მის დროს დაემხო ლანგობარდების თითქმის 200–წლიანი ბატონობა იტალიაში. პაპი პირადად ეახლა ფრანკთა ახლადაღზევებულ მეფეს პიპინ მოკლეს, მოიწვია იტალიაში და 754 წელს გვირგვინი უკურთხა. სამაგიეროდ პიპინმა სასტიკად დაამარცხა ლანგობარდები, წაართვა მათ დიდძალი ტერიტორია და პაპს აჩუქა. ასე მიეცა დასაბამი პაპის ოლქს, ახალ სახელმწიფოს, რომელშიაც პაპებმა საერო ძალაუფლებაც მოიპოვეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ორმაგი ნუმერაცია დამტკიცებულია ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების მიერ, პაპ სტეფანე II-ის პაპების სიიდან ამოგდების შედეგად.
წინამორბედი:
სტეფანე II
რომის პაპი

752757
შემდეგი:
პავლე I