მერი I (ინგლისი)
მერი I (ინგლ. Mary I) იგივე სისხლიანი მერი (ინგლ. Bloody Mary; დ. 18 თებერვალი, 1516, გრინვიჩი – გ. 17 ნოემბერი 1558, სენტ ჯეიმსის სასახლე, ლონდონი) – ტიუდორთა დინასტიის ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553-1558 წლებში.
იყო ჰენრი VIII უფროსის, ხოლო კატერინა არაგონის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ქალიშვილი. ის ცნობილია, როგორც ინგლისის კათოლიკური ელესიის აღმდგენი, რაც მან მოახერხა მისი ნახევარძმის ედუარდ VI ტახტის დასაკუთრების შემდეგ (ძმის ადრეულად გარდაცვლის გამო). იმ დროს, როცა 300 რელიგიურ სექტაზე მეტი არსებობდა, მან ცეცხლში დაწვა განსხვავებული აზრის მქონე პირები, რომლებიც რელიგიის რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მოქმედებამ მას დაუმკვიდრა სახელი „სისხლიანი მერი“. 1554 წელს ფილიპე დაქორწინდა ინგლისის დედოფალ მერი ტიუდორზე, რომელიც კათოლიკე იყო და ინგლისში პროტესტანტიზმის აღმოფხვრას გეგმავდა. მათ შვილი არ ეყოლათ. 1558 წელს, მერის გარდაცვალების შემდეგ ინგლისის ტახტზე ავიდა მისი უმცროსი და ელისაბედ I, რომელიც პროტესტანტად იყო აღზრდილი.
|
ალფრედ დიდი · ედუარდ უფროსი · ათელსტანი · ედმუნდ I · ედრედი · ედვი · ედგარი · ედუარდ წამებული · ეთელრედ უწიგნური · სვენ I · ედმუნდ რკინისმხარა · კნუდ დიდი · ჰაროლდ I · ჰარდეკნუდი · ედუარდ აღმსარებელი · ჰაროლდ II · ედგარ ეთელინგი · უილიამ I · უილიამ II · ჰენრი I · სტეფანი · მატილდა · ჰენრი II · რიჩარდ I · ჯონი · ჰენრი III · ედუარდ I · ედუარდ II · ედუარდ III · რიჩარდ II · ჰენრი IV · ჰენრი V · ჰენრი VI · ედუარდ IV · ედუარდ V · რიჩარდ III · ჰენრი VII · ჰენრი VIII · ედუარდ VI · ჯეინ გრეი · მერი I · ელისაბედ I · ჯეიმზ I · ჩარლზ I · ჩარლზ II · ჯეიმზ II · მერი II · უილიამ III · ანა |