რენესანსი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"ათენის სკოლა", რაფაელი
რენესანსი
თემები

არქიტექტურა
ცეკვა
ლიტერატურა
მუსიკა
მხატვრობა
ფილოსოფია
მეცნიერება
ტექნოლოგია
ომის ტექნოლოგია

რეგიონები

ინგლისი
საფრანგეთი
გერმანია
იტალია
ნიდერლანდი
ჩრდ. ევროპა
პოლონეთი
ესპანეთი

რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"; იტალ.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადება"), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.

ტერმინი "აღორძინება" გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში (მაგ. ჯორჯო ვაზარი). თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ. ამჟამად ტერმინი "აღორძინება" გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად (მაგ. IX საუკუნის კაროლინგისეული აღორძინება).

იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოს ნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაში, პოეზიაში და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია "თანამედროვე" ეპოქის დასაწყისთან.

მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, იტალია) განვითარების შედეგი. პირველ რიგში ეს განპირობებული იყო ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვით და ბურჟუაზიული იდეალების (მატერიალიზმი) წინ წამოწევით. ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — "რეალური ადამიანი რეალურ გარემოში".

თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას.

სექციების სია

[რედაქტირება] წინაპირობა

რენესანსის წინა ეტაპია "პროტორენესანსი". ეს არის გარდამავალი საფეხური შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე. პროტორენესანსი ჩაისახა მეცამეტე საუკუნის 60-იან წლებში. სხვანაირად მას უწოდებენ "დუჩენტოს" და "ტრეჩენტოს".

[რედაქტირება] რენესანსი ლიტერატურაში

იტალიაში აღორძინების ეპოქას, მისი განვითარების შესაბამისად, სხვადასხვა სახელწოდება აქვს. პირველ ეტაპს (XIV საუკუნე) ეწოდება ტრეჩენტო, მეორეს (XV საუკუნე) - კვატროჩენტო, მესამეს (XVI საუკუნე) - ჩინკვეჩენტო, ტრეჩენტოს პირველი წარმომადგენელია დანტე, ამ ეპოქის ყველაზე ტიპური გამოვლინება კი ფრანჩესკო პეტრარკასა დაჯოვანი ბოკაჩოს შემოქმედებაა. „სტიქიური რეალიზმი“, როგორც სინამდვილის ასახვის მეთოდი, თანდათან ხდება რენესანსული სელოვნების ერთ-ერთი სპეციფიკის სტილური ნიშანი.

[რედაქტირება] რენესანსი არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებაში

რენესანსის ხანის კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებას. რენესანსის ხანის მხატვრულმა პრინციპებმა მეტნაკლები ძალით იჩინა თავი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ ხანას მიეკიტვნება მხატვრული კულტურის უამრავი შესანიშნავი ძეგლი. ახალი ხელოვნება ყალიბდება შუა საუკუნეების ფეოდალურ მხატვრულ კულტურასთან ბრძოლაში. იგი თავს აღქევს შუა საუკუნეების რელიგიურ დორმატიზმსა და სქოლასტიკას. ჩნდება ღრმა ინტერესი რეალური სამყაროსადმი, ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანისადმი, რწმება ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობისა. ხელოვნების უმთავრეს საგნად იქცევა ადამიანი, მისი ფიზიკური სილამაზე, სულიერი ცხოვრების სიმდიდრე. ჰარმონიულად განვითარებული, ჰეროიზებული ადამიანი ეპოქის იდეალია.

[რედაქტირება] რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში

რენესანსი თეატრალურ ხელოვნებაში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ანტიკური თეატრალური ხელოვნების გავლენით. რენესანსული თეატრის ყურადღების ცენტრში მოექცა ძლიერი პიროვნება, მისი სულიერი სამყარო. მსახიობის ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო ძლიერი ვნებები, ეპიკური ძალა. ახალი თეატრალური ესთეტიკა შემსრულებლისაგან მოითხოვდა დრამატული ნაწარმოების აზრის წვდომას, რთული და მრავალმხრივი ხასიათების წარმოსახვას. ყოველივე ამან განაპირობა რენესანსის ეპოქის თეატრალური ხელოვნების რეალიზმის თავისებურებანი: სინამდვილის წინააღმდეგობათა ასახვა, ხალხური ხელოვნების ტრადიციების განვითარება, სიცოცხლის დამამკვიდრებელი პათოსი, ტრაგიკულისა და კომიკურის, პოეტურისა და ბუფონურის გაბედული შერწყმა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ნატო გენგიური, ქანდაკება, თბილისი, 2006. გვ.69-71. ISBN 99940-65-71-8;
  • Brotton, Jerry, The Renaissance: A Very Short Introduction ISBN 0-19-280163-5;
  • Burckhardt, Jacob (1878), The Civilization of the Renaissance in Italy, trans S.G.C Middlemore, republished in 1990 ISBN 0-14-044534-X;
  • Burke, P, The European Renaissance: Centre and Peripheries ISBN 0-631-19845-8;
  • Искусство раннего Возрождения — М: Искусство, 1980. — 257 с.;
  • История искусства: Ренессанс — М: Издательство АСТ, 2003. — 503 с.;
  • Яйленко Е. В.', Итальянское Возрождение — ОЛМА-ПРЕСС, 2005. — 128 с.;
  • М.Л.Андреев', Инновация или реставрация: казус Возрождения // Вестник истории, литературы, искусства. М.: Наука. Т. 1, 2005, с. 84-97.



პირადი ხელსაწყოები