პეტერ პაულ რუბენსი
პეტერ პაულ რუბენსი (Pieter Pauwel Rubens) (* 28 ივნისი, 1577, ზიგენი, ვესტფალია ― † 30 მაისი, 1640, ანტვერპენი) — მე-17 საუკუნის ფლამანდელი მხატვარი, ბაროკოს სტილის წარმომადგენელი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
რუბენსი პეტერ პაული ფლამენდელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი ანტგერპენში ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიჟასტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა მიქელ-ანჯელოს, რაფაელის, ტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებას, მის იმდროინდელი მხატვრობას.
იშვიათად ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ პირველ ხანებში ასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალი სილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენენები”, გრანდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით; კარტონები ხალიჩებისათვის, რომლებზეც გამოსახული იყო სცენები სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდან. უზარმაზარი სურათები ანტერპენის იეზუიტების ამსახველი კანოები ლიქსემბურგის სასახლისთვის. გარეგნული ბრწყინვალებით აღბეჭდილი ვირი ტოზოლი არისტოკრატების პორტრეტები. 20წ. ბოლოს ფლამანდრიის მტავრობის დავალებით რუბენსმა რთული დიპლომატიური მისია შეასრულა, იყო ესპანეთში(1628) ინგლიში (1629-30)-ყველგან განსაკუთრებული პატივისცემითა და დიდებით ხვდებოდნენ.
1626 წ. გარდაიცვალა რუბენსის მეუღლე. 1630 წ. შეირთო მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, ახალგაზრდა ელენ ფურმანი. რუბენსის სახელმაც ბოლო წლების შემოქმედებაში გაიბრწყინა. ამ დროს რუბენსი ჩამოსცილდა დიპლომატიურ სამსახურს, სასახლის კარს და მთელი თავისი ძალ-ღონე მხატვრობას მიუძღვნა, ეს მისი შემოქმედების უმაღლესი გაფურჩქვნის ხანაა; ყველა სურათს - უმეტესად პორტრეტებს, პეიზაჟებს, მითოლოგიებს, სცენებებს თვითონ ასრულებდა. ელენ ფურმანს ხატავდა ხან შვილებთან ერთად, ხან ცალკე, ხანაც მითოლოგიურ და სარწმუნოებრივი სცენების მონაწილედ.
ამ დროინდელი პორტრეტები, განსაკუთრებით მხატვრის მახლობელ პირებს, მოკლებულია გარეგნულ ეფექტებს.უფრო თბილი და ღრმაა დახასიათების მხრივ. ბოლო წლებს მიეკუთვნება აგრეთვე რუბენსის საუკეთესო პეიზაჟების უმეტესობა. მხიარულებითა და სიხალისით აღსავსე სურათები, რომლებზედაც გამოსახულია სცენები სახლის ცხოვრებიდან. მით პერსონაჟები და სხვა. დიდი მხატვრული ღირებულება აქვს რუბენსის მრავალრიცხოვან ესკიზებსა და ნახატებს. რუბენსის შემოქმედებას დიდის შემოქმედება ჰქონდა შემდგომი მთელი ევროპის ფერწერის განვითარებისათვის. რუბენსი გარდაიცვალა 1640 წლის 30 მაისს, ანტვერპენში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Rubens's palette and painting materials, with bibliography
- National Gallery: Rubens
- The Guardian: Rubens
- The Virgin and Child with St Elizabeth and the Child Baptist 1630-35
- Rubenshuis in Antwerp, (Belgium) is the former house of Rubens, now converted into a museum.
- Rubens's Adoration of the Magi, at "Flemish Art Collection", the official site of the three major museums in the Flemish Region of Belgium
- 290 of images by the artist, and more.
- The Art of Diplomacy, A New Book Paints Rubens as a Crafty Negotiator of Peace Among Warring European Kings, The Wall Street Journal, 10 October 2009
- RubensOnline: a database with every Rubens painting in Flemish public collections and historical places [Dutch]
- Madonnaat the Palace Museum in Wilanów]
სტატიის