კახა კახიშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან კახი კახიშვილი)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კახა კახიშვილი | ||
ისნის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში | ||
---|---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | ||
დაიკავა | 11 დეკემბერი, 2020 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
1 აგვისტო, 2015 – 15 ივლისი, 2018 | ||
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე | |
წინამორბედი | გიორგი მღებრიშვილი | |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა | |
დაბადებული | 22 მარტი, 1973 თბილისი, საქართველოს სსრ | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო | |
მამა | გოგი კახიშვილი | |
დედა | მარინე კახიშვილი | |
მეუღლე | ჟანა კახიშვილი | |
შვილები | მარინე, ანა მარია | |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
პროფესია | იურისტი | |
რელიგია | მართლმადიდებელი |
კახა კახიშვილი [1] (დ. 22 მარტი, 1973 წელი, თბილისი) — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 15 ივლისამდე. საქართველოს პარლამენტის X მოწვევის წევრი.
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი;
- თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა;
- პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდები;
- ტურიზმის განვითარება რეგიონებში (ისრაელი);
- საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები;
- იუსტიციის მრჩეველი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2014 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე
- დღემდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
- სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი
- ექსპერტთა კლუბის წევრი
- 2012-2014 წლის ოქტომბრამდე ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი
- 2012 წლიდან დღემდე საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი
- 2012 წელი საარჩევნო სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან
- 2011 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველი" -სამართლებრივი დირექტორი
- 2010-2014 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი
- 2008-2014 წლის ოქტომბრამდე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - მრჩეველი
- კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე
- შპს "კონსულტანტი" - დამფუძნებელი და დირექტორი
- საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული განყოფილება - უფროსი
- საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული სამართალდამცავ ორგანოებში
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ადამიანის უფლებების დაცვის დარგში
- საქართველოს გენერალური პროკურატურის კონტროლის სამმართველოს განყოფილება- უფროსი
- საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების პროკურორი და საქართველოს გენერალური
- პროკურატურის წარმომადგენელი ევროპის საბჭოში
- საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უშიშროების, საბაჟო-საგადასახადო სამსახურებში მოკვლევაზე და ოპერატიულ-
- სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველო - პროკურორი
- საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველო - პროკურორი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი - ლექტორი
- ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა - უფროსი გამომძიებელი
- ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურა - სტაჟიორ-გამომძიებელი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ისნის რაიონის შსს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახური — პოლიციელი
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ http://moc.gov.ge/ka/Minister[მკვდარი ბმული]
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გიორგი მღებრიშვილი |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი 1 აგვისტო, 2015–15 ივლისი, 2018 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |
|
|
|