სილქნეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სილქნეტი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დევიზი ყველაფერი კავშირშია
დაფუძნდა 1858/2010
მდებარეობა საქართველოს დროშა თბილისი
მფლობელი სილქ როუდ ჯგუფი
დარგი ტელეკომუნიკაცია
პროდუქცია ინტერნეტი
ტელეფონია
ტელევიზია
თანამშრომელი 2500+
შვილობილ(ებ)ი ჯეოსელი
გლობალ TV
S1
Silk TV
Silk LTE
Silk Optic
Silk Phone
Silk Media
საიტი Silknet.com

სილქნეტისატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში. სილქნეტი პირველი ნაციონალური ოპერატორის მემკვიდრეა, რომლის ისტორიას სათავე 1893 წელს დაედო. კომპანია დღევანდელი სახით და სახელწოდებით ჩამოყალიბდა 2010 წელს გაერთიანებული ტელეკომის ბაზაზე, რომელთანაც შპს ვანექსი და შპს აჭარის ელექტროკავშირი გაერთიანდნენ.

2014 წელს კომპანია სილქნეტმა შეიძინა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინტერაქტიული ტელევიზია GMG, რომელიც ექვსი სპორტული და კინოარხით მაუწყებლობდა ქვეყნის მასშტაბით და მოახდინა ტელევიზიის რებრენდინგი, როგორც Silk მედია ჯგუფი.[1] 2016 წელს სილქნეტმა შეიძინა მცირე უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი V-TEL Georgia, რომელიც მაქსიმალის სახელით ოპერირებდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მოახდინა მისი სრული ინტეგრაცია კომპანიის ქსელთან. 2017 წლის მიწურულს სილქნეტმა შეიძინა სატელიტური ტელევიზიის მიმწოდებელი კომპანია გლობალ TV, რომელიც 2006 წლიდან აწვდიდა მომხმარებელს სერვისს და ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავდა.[2]

2018 წლის დასაწყისში კომპანია სილქნეტმა საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი გარიგება მოახდინა, რომლის შედეგადაც 153 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ჯეოსელი შეიძინა.[3][4]

სილქნეტი არის კავკასიის უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ საკომუნიკაციო სერვისს ქვეყნის მასშტაბით (ფიქსირებული და მობილური ტელეფონია, ფიქსირებული და უსადენო ინტერნეტი, ფიქსირებული და სატელიტური ტელევიზია).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილქნეტის ლოგო 2010-2018 წლებში

სილქნეტი ისტორიას 2010 წლიდან ითვლის, როდესაც კომპანია დღევანდელი სახით და სახელწოდებით ჩამოყალიბდა, თუმცა რეალურად სილქნეტი საქართველოში კავშირგაბმულობის პირველი ნაბიჯების და საუკუნე ნახევრის განმავლობაში ეტაპობრივი განვითარების უწყვეტი ისტორიის პირდაპირი გამგრძელებელია.

კავშირგაბმულობის დაარსება საქართველოში ტელეგრაფის გამოჩენას უკავშირდება. კავკასიაში პირველი ტელეგრაფი ტფილისის გუბერნიაში 1858 წელს გაიყვანეს, ერთმანეთს ტფილისი და კოჯორი დაუკავშირდა. სამუშაოებს გერმანული ფირმა სიმენსი და გალსკე აწარმოებდა, 1860 წლიდან სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ვალტერ სიმენსი, რომლის თაოსნობითაც ტფილისი ბორჯომს, ქუთაისს, ფოთს, ერევანს, ბაქოს, ვლადიკავკაზს, სტავროპოლს და მოსკოვს დაუკავშირდა. ვალტერ სიმენსის გარდაცვალების შემდეგ საქმე მისმა ძმამ, ოტო სიმენსმა განაგრძო, მან მონაწილეობა მიიღო ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის კავკასიის მონაკვეთის მშენებლობაში. ხაზი, მარშრუტით ლონდონი-კალკუტა სიგრძით 11 000 კილომეტრს აღწევდა. საქართველოს ტერიტორიაზე სატელეგრაფო ხაზმა სოხუმზე, ზუგდიდზე, ქუთაისზე, გორსა და ტფილისზე გაიარა. 1869 წელს საქართველოში ჩამოვიდა კარლ სიმენსი, მან ლონდონიდან სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფისთვის სპეციალური კაბელი ჩამოიტანა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაეყვანათ. პირველი სახმელეთო ტრანსკონტინენტური ტელეგრაფი 1870 წლის იანვარში გაიხსნა.

სილქნეტის სერვის ცენტრი ჯეოსელის ქვებრენდით

თბილისში ტელეფონი პირველად ამუშავდა 1882 წელს გაზეთ “კავკაზის“ რედაქციასა და სტამბას შორის. 1886 წელს თავადმა ზაქარია ჯორჯაძემ სატელეფონო ხაზი გაიყვანა რკინიგზის სადგურთან არსებულ ღვინის საწყობსა და გელოვინის პროსპექტზე მდებარე საკუთარ ღვინის კანტორას შორის.

პირველი სატელეფონო ქსლის მოწყობა თბილისში 1893 წელს დაიწყო. 1893 წლის 15 ივლისს ამოქმედდა სატელეფონო პუნქტი ტფილისსა და კოჯორს შორის, კავშირი განხორციელდა სატელეგრაფო არხის გამოყენებით, სამუშაოებს რუსი მეცნიერი ევგენი გვოზდევი ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ტელეფონიის განვითარებას.[5] 1899 წლიდან დაიდგა ტელეფონები ახალი „ერიქსონის“ სისტემის კომუტატორებით, აბონენტებისთის გამოქვეყნდა ტელეფონით სარგებლობის წესები. სატელეფონო კავშირი დამყარდა თბილისსა და ზემო ავჭალას შორის. ამ დროისათის სატელეფონო ქსელში ჩართული იყო 682 აბონენტი (722 ტელეფონის აპარატი), ქსელს ემსახურებოდა 21 ტელეფონისტი ქალი, 2 ტექნიკოსი, 10 ზედამხედველი და 1 დარაჯი. აბონენტების რაოდენობის მიხედვით თბილისს რუსეთის ქალაქებს შორის (პეტერბურგი, მოსკოვი, კიევი, ხარკოვი) მე-5 ადგილი ეკავა. 1910 წელს აბონენტთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა.

1929 წელს დაიწყო ავტომატური ტელეფონების სადგურის (ატს) მოწყობა. სადგურისათვის აიგო სპეციალური შენობა, დამონტაჟდა „ერიქსონის“ მიერ შექმნილი ე.წ მანქანური ატს. თბილისში პირველი ატს (ატს-3 10000 ნომრის ტევადბით) საექსპლუატაციდ გადაეცა 1935 წელს, რომელზეც მთლიანად გადაერთო სატელეფონო სადგურის 3400 აბონენტი. ამ პერიოდისთვის თბილისს 7500 აბონენტი ჰყავდა. II მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ქალაქის სატელეფონო ქსელი მთლიანად ვითარდებოდა. 60-იანი წლების დასაწყისში მწყობრში ჩადგა დეკადურ-ბიჯური სისტემის სატელეფონო სადგურები. 1960 წლის თბილისში 17200 ნომრის საერთო ტევადობის სადგურები მუშაობდა, 1970 წელს კი — ატს-ების საერთო ტევადობამ 99000 ნომერი შეადგინა. 1979 წლიდან დაიწო სატელეფონო ქსელის მოდერნიზაცია, კოორდინატულ სისტემიანი სადგურების ექსპლუატაციაში გაშვება, 1989 წელს კი საეუქსპლატაციოდ გადაეცა „ერიქსონის“ ფირმის მაღალი კლასის ელექტრონული სისტემის ავტომატური სადგურები, მათმა ტევადობამ 60000-ს მიაღწია.

1979 წლიდან განხორციელდა სატელეფონო ქსელში სისტემის სადგურების დამონტაჟება. ელექტრონული და ციფრული სადგურების დანერგვამ შესაძლებელი გახადა მოსახლეობის უფრი სრულყოფილი მომსახურება. XX საუკუნის ბოლოსთვის თბილისში სატელეფონო ქსელში მოქმედებდა 34 ატს (საერთო ტევადობა 250000 ნომერი), მათ შორის 10 დეკადურ-ბიჯური, 12 ელექტრონული და 12 კოორდინატული სისტემის ატს-ი.[6]

2010 წელს სს გაერთიანებული ტელეკომის ბაზაზე დაარსდა სს სილქნეტი, რომელთანაც შპს ვანექსი და შპს აჭარის ელექტროკავშირი გაერთიანდნენ.

2014 წელს კომპანია სილქნეტმა შეიძინა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ინტერაქტიული ტელევიზია GMG, რომელიც ექვსი სპორტული და კინოარხით მაუწყებლობდა ქვეყნის მაშტაბით და მოახდინა ტელევიზიის რებრენდინგი, როგორც Silk მედია ჯგუფი.[7] 2016 წელს სილქნეტმა შეიძინა მცირე უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი V-TEL Georgia, რომელიც მაქსიმალის სახელით ოპერირებდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მოახდინა მისი სრული ინტეგრაცია კომპანიის ქსელთან. 2017 წლის მიწურულს სილქნეტმა შეიძინა სატელიტური ტელევიზიის მიმწოდებელი კომპანია გლობალ TV, რომელიც 2006 წლიდან აწვდიდა მომხმარებელს სერვისს და ქვეყნის თითქმის ნახევარს ფარავდა.[8]

2018 წლის დასაწყისში კომპანია სილქნეტმა საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი გარიგება მოახდინა, რომლის შედეგადაც 153 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ჯეოსელი შეიძინა, რომელიც შვედური Telia Company-სა და თურქული Turkcell-ის მფლობელობაში იმყოფებოდა. გარიგებაში სილქნეტს მხარდაჭერა TBC ბანკმა გაუწია, რომელმაც 133 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით თანხის მობილიზება მოახდინა 9 ბანკისგან შემდგარ სინდიკატთან ერთად.[9][10]

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელეფონი:
2100100 ცხელი ხაზი
928 ჯეოსელის სერვისების ცხელი ხაზი 2100400 მომსახურების ცენტრი
17007 სატელეკომუნიკაციო ცენტრი
2100103 ინფორმაცია მიმდინარე დავალაინების შესახებ
2100200 საინფორმაციო ცენტრი კორპორატიული კლიენტებისთვის

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]